06/06/2023
09:07
სპორტი
2022-23 წლების საკლუბო სეზონი დასრულდა და გამოვლინდა „ოქროს ბუცის“ მფლობელი.
ეს პრიზი ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა.
პირველად კარიერაში „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი, რომელმაც პრემიერლიგაში 36 გოლი გაიტანა და ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვა ევროპელი ბომბარდირების ბრძოლაში.
“ოქროს ბუცის” საბოლოო რეიტინგის ტოპ-ოცეული ასე გამოიყურება:
ერლინგ ჰოლანდი (სიტი) – 72 (36×2)
ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 60 (30×2)
კილიან მბაპე (პსჟ) – 58 (29×2)
ალექსანდერ ლაკაზეტი (ლიონი) – 54 (27×2)
ვიქტორ ოსიმჰენი (ნაპოლი) – 52 (26×2)
ჯონათან დევიდი (ლილი) – 48 (24×2)
რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 46 (23×2)
ენერ ვალენსია (ფენერბაჰჩე) – 5 (29×1.5)
ფოლარინ ბალოგუნი (რეიმსი) – 42 (21×2)
ლოის ოპენდა (ლანსი) – 42 (21×2)
ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 42 (21×2)
აივენ ტონი (ბრენტფორდი) – 40 (20×2)
ჰაბიბ დიალო (სტრასბური) – 40 (20×2)
ქარიმ ბენზემა (რეალი) – 38 (19×2)
ვისამ ბენ იედერი (მონაკო) – 38 (19×2)
ელი ვაჰი (მონპელიე) – 38 (19×2)
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 38 (19×2)
ამალ პელეგრინო (ბოდო გლიმტი) – 37.5 (25×1.5)
არტიომ დოვბიკი (დნიპრო) – 36 (24×1.5)
კალუმ უილსონი (ნიუკასლი) – 36 (18×2)
ტერემ მოფი (ლორიანი) – 36 (18×2)
„ოქროს ბუცი” გადაეცემა სეზონში ევროპის ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს. გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება კონკრეტული ჩემპიონატის სირთულის კოეფიციენტზე. უმაღლესი კოეფიციენტი (2.0) აქვთ TOP5 ქვეყნების (ინგლისი. იტალია. ესპანეთი. გერმანია. საფრანგეთი) ჩემპიონატებს.
ავტორი - გიორგი თვალაბეიშვილი
0
0