21/01/2025
10:33
მსოფლიო
"როგორ იქცა ამერიკის მთავარი დიპლომატი, ენტონი ბლინკენი ომის მინისტრად" - ამ სათაურით ვრცელ სტატიას The New York Times-ი აქვეყნებს.
კორესპონდენტები ედვარდ ვონგი და მაიკლ კროული, რომლებიც ბოლო 4 წელია ბლინკენის მოღვაწეობას აშუქებენ, სტატიაში წერენ, რომ მისი პირველი გამოცდა ამერიკელების ავღანეთიდან გაყვანა იყო, რომელმაც ფიასკო განიცადა. 2021 წელს თალიბების მიერ ქაბულის სწრაფად დაკავებამ სახელმწიფო ამერიკის მოქალაქეების და ავღანელი მოკავშირეების ქაოსური ევაკუაცია გამოიწვია, რის გამოც ზოგიერთი რესპუბლიკელი კანონმდებელი ბლინკენის გადადგომას ითხოვდა. მისი დრო მოვიდა 2022 წლის თებერვალში, როდესაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა.
გამოცემა წერს, რომ ბლინკენმა პარიზსა და ბრიუსელში ფრანგულის უბადლო ცოდნა გამოიყენა, დაარწმუნა ლიდერები სეულსა და ტოკიოში და შედეგად 50-მდე ქვეყნის კოალიციამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების პირობა დადო. რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის პერიოდში პენტაგონში ის ხშირად კამათობდა ნაკლები რისკებისადმი მიდრეკილ ჩინოვნიკებთან, უკრაინაში ძლიერი ამერიკული იარაღის გაგზავნის სასარგებლოდ. და, როდესაც 2022 წლის ბოლოს აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, მარკ მილი სთავაზობდა, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებები მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის უნდა გამოეყენებინა, ბლინკენი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ომი უნდა გაგრძელებულიყო.
0
0