20/01/2023
18:45
სამხედრო
„რამშტაინის” შეხვედრაზე უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ბერლინმა Leopard-ების მარაგების შემოწმების ბრძანება გასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსზე დაყრდნობით ავრცელებს.
პისტორიუსის თქმით, “რამშტაინის” ფორმატის შეხვედრაზე მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard 2 ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დააბარა მოემზადოს “დღისთვის, რომელიც, შესაძლოა, დადგეს”.
“ერთსულოვანი აზრი არ არის”, - განაცხადა პისტორიუსმა. მან აღნიშნა, რომ შთაბეჭდილება, თითქოს ასეთ გადაწყვეტილებას გერმანია ბლოკავს, არასწორია.
“არის წონიანი არგუმენტები მიწოდების სასარგებლოდ, არის წონიანი არგუმენტები წინააღმდეგ”, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, მას ჯერჯერობით არ შეუძლია თქმა, როგორი იქნება გადაწყვეტილება და როდის იქნება იგი მიღებული, მაგრამ აღნიშნა, რომ მიწოდების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში გერმანია Leopard 2 ტანკების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებისთვის უნდა იყოს მზად.
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024