10/09/2022
15:16
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა აღწერა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სავარაუდო სცენარი. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუყვებიან ფრონტზე ოკუპანტების ყველა წარუმატებლობაზე, ის კი „ფეხს დააბაკუნებს და იყვირებს“.
როგორც არესტოვიჩმა განაცხადა, უშიშროების საბჭოში პუტინი იკითხავს, რა შეუძლიათ რუს სამხედროებს. ისინი იტყვიან, რომ ჯარებს უკან დახევა და ფლანგების განლაგება სჭირდებათ. სარდლობა მოახსენებს დიქტატორს დამარცხებებისა და წარუმატებლობის შესახებ, ეტყვის, რომ მას მოუწევს დაემშვიდობოს ჯგუფს ხერსონის რეგიონში. რუსული არმიის სერიოზული პრობლემები პუტინს დიდად აღელვებს. არესტოვიჩის თქმით, საბჭოში პუტინს მოახსენებენ, რომ რუს სამხედროებს უკან დახევა სჭირდებათ, რადგან მალე ისინი უბრალოდ ვერ შეძლებენ თავის დაცვას, შეტევაზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტია.
„პუტინი ფეხს დააბაკუნებს და დაიყვირებს: „როგორ დაუშვით ეს“. დაადანაშაულებს სამხედროებს, მოსთხოვს FSB-ს ამის გარკვევას. მოითხოვს ჯარების გადაყვანას ერთი რეგიონიდან მეორეში“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
მან, ასევე, დასძინა, რომ ჯარების გადაყვანა რუსებს ვერ დაეხმარება, რადგან უკრაინელი სამხედროები ოკუპანტებს თავიანთი ძალების გადაყვანისთანავე მაინც დარტყმას მიაყენებენ.
0
0