10/05/2024
19:43
ეკონომიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესმენების ნაწილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე მივიდნენ. სავარაუდოდ, შეხვედრის ერთ-ერთი თემაა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი.
„მე ვერავინ ვერაფერს მომთხოვს. ბოლო 12 წელია ბიზნესი წნეხის ქვეშ არ ყოფილა“ - ამის შესახებ მედიასთან კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა.
„ჩემი პოზიცია ნათელია“ - ასეთი იყო "მაკდონალდსის" მფლობელის თემურ ჭყონიას განმარტება შეხვედრის შესახებ.
„მივესალმები ევროპულ ინტეგრაციას, მაგის გარეშე განვითარება შეუძლებელია. პასუხისმგებლობა დღევანდელ პროცესებზე ხელისუფლებას ეკისრება“ - კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე.
მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე მივიდნენ ბიზნესმენები თემურ ჭყონია, ზურა ჩხაიძე, ლაშა პაპაშვილი, თინა სტამბოლიშვილი, ირაკლი კვერღელიძე და სხვები.
0
0