24/09/2022
17:40
მსოფლიო
რუსი გენერალ-პოლკოვნიკი, მიხაილ მიზინცევი, რომელიც „მარიუპოლის ჯალათის" სახელითაა ცნობილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მიზინცევის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიზინცევმა ამ პოსტზე არმიის გენერალი დიმიტრი ბულგაკოვი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან სხვა სამსახურში გადაყვანის გამო გაათავისუფლეს.
ცნობილია, რომ მარტის ბოლოს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ განაცხადა, რომ სანქციები დაუწესა მიხაილ მიზინცევს, რომელიც პასუხისმგებელი იყო უკრაინის ქალაქ მარიუპოლის ალყაში მოქცევისა და დაბომბვის დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მიხაილ მიზინცევი, რომელსაც იმ დროს რუსეთის ეროვნული თავდაცვის სარდლობისა და კონტროლის ცენტრის უფროსის თანამდებობა ეკავა, „მარიუპოლის ჯალათის" მეტსახელით იყო ცნობილი.
0
0