12/09/2022
12:57
მსოფლიო
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) ერაყის ჩრდილოეთით მდებარე (მოსულიდან ორი საათის სავალზე) უძველეს ქალაქ ჰატრას მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ჰატრა ჩვ.წ. აღ-მდე II და III საუკუნეებით თარიღდება.
ერაყის სამხედრო ძალებმა და მათმა მხარდამჭერმა საერთაშორისო კოალიციამ ყოფილი "დედაქალაქი" ჰატრა „ისლამური სახელმწიფოსგან“ 2017 წელს დაიბრუნეს.
Mosul Heritage House-მა, მოსულის კერძო მუზეუმმა, მიზნად დაისახა ტურიზმის გაძლიერება ამ მხარეში - მოსულისა და ნინევეს პროვინციის „მემკვიდრეობისა და იდენტობის დემონსტრირება.’’ თებერვალში, ერაყის ხელისუფლებამ დიდი ტაძრის მხარეს კულტურული მემკვიდრეობის სამი რესტავრირებული ძეგლი - რომაული სტილის ქანდაკებები - გახსნა.
პართიის იმპერიის მმართველობის ქვეშ მყოფი მნიშვნელოვანი რელიგიური და სავაჭრო ცენტრი, ჰატრა, გამოირჩეოდა შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრეებითა და ტაძრებით, რომლებიც აღმოსავლურ დეკორატიულ ელემენტებთან ერთად, ბერძნულ და რომაულ არქიტექტურულ სტილებს აერთიანებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჰატრა ვიზიტორთა ჯგუფს მასპპინძლობს, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნების მთავრობები თავიანთ მოქალაქეებს ერაყში გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ ტერორიზმის, გატაცების, შეიარაღებული კონფლიქტისა და სამოქალაქო არეულობის რისკების მოტივით.
ერაყი გამოწვევების წინაშე კვლავ რჩება, თუმცა ტურისტული ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ საბაზისოა ნავთობით მდიდარ, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში კონფლიქტებით განადგურებულ ქვეყანაში. 2003 წელს, აშშ-ის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა ბრძოლის ველად იქცა კონკურენტ სახედრო დაჯგუფებებისთვის, ხოლო მისი პოლიტიკა სექტანტიზმისა და კორუფციის გამო პარალიზებულია.
0
0