01/02/2025
21:20
სპორტი
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ რომასთან დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
მისი თქმით, სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორონ, რადგან გუნდიდან წავიდა მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომლის შემცვლელიც ჯერ არ უპოვიათ.
„ფაქტია, რომ დავკარგეთ მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომლის ნაცვლადაც არავინ მოგვიყვანია. ყველაფერი რიგზეა, მაგრამ თვალში ნაცარი არ უნდა შევიყაროთ. ბოლოს და ბოლოს, როგორც ამას ყველა ამბობს, „კვარა“ მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო და ჩვენ ის 75 მილიონ ევროდ გავყიდეთ. სხვა ტრანსფერები ჩავანაცვლეთ, „კვარა“ კი ჯერჯერობით - არა. ვერავინ იტყვის, გავძლიერდით თუ დავსუსტდით მისი წასვლით, მაგრამ ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, გუნდიდან წავიდა ჩემპიონი, რომელიც ჩემპიონატის პირველ ნახევარში კარგად გამოიყურებოდა. ბიჭები, მთელი გუნდი ძალიან გაიზარდა, ჩვენ, გასული წლიდან მოყოლებული, 53 ქულა დავაგროვეთ“, - ამბობს კონტე.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ პარი სენ-ჟერმენმა ნეაპოლელებს 70 მილიონი ევრო და +ბონუსები გადაიხადა.
0
0