26/04/2022
14:56
მსოფლიო
„აზოვსტალში“ ვითარება კრიტიკული და უკიდურესად მძიმეა. ხალხს წყალი და საკვები უთავდება“, - ამის შესახებ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, „აზოვსტალის“ დაბომბვა ერთი დღითაც არ გაჩერებულა.
„აზოვსტალში“ ვითარება კრიტიკული და უკიდურესად მძიმეა. ხალხს წყალი და საკვები უთავდება. ეს არის ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა. დღეს უკრაინის პრეზიდენტი და მთელი მოლაპარაკების ჯგუფი ყველა შესაძლებლობას ამუშავებს, რათა გადავარჩინოთ მთავარი - სიცოცხლე.
რუსული მხარის ყველა დაპირების მიუხედავად, ქარხნის დაბომბვა ერთი დღის განმავლობაშიც არ გაჩერებულა. იქ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, ოჯახები ბავშვებთან ერთად“, - განაცხადა ბოიჩენკომ.
შეგახსენებთ, უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი 7 მარტის შემდეგ რუსების ალყაშია მოქცეული. რუსი ოკუპანტები ქალაქის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, უკრაინელები „აზოვსტალში“ არიან გამაგრებული.
0
0