30/04/2022
23:18
მსოფლიო
„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილის სვიატოლსლავ პალამარის ინფორმაციით, „აზოვსტალიდან“ 20 მშვიდობიანი მოქალაქე ევაკუირებულია.
„06.00 საათიდან ველოდით ევაკუაციას თუმცა ის 18.25 საათზე დაიწყო. საღამოს 19:40 საათისთვის შეთანხმებულ ადგილზე გადავიყვანეთ 20 მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ნანგრევებიდან გამოვიყვანეთ. ესენი არიან ქალები და ბავშვები, ვიმედოვნებთ, რომ ეს ადამიანები შეთანხმებული მიმართულებით, კერძოდ ზაპოროჟიეში წავლენ.
ამ დროისთვის სპეცსამაშველო ოპერაციას „აზოვის“ პოლკი ახორციელებს, სადაც ნანგრევებიდან მშვიდობიან მოსახლეობა გამოგვყავს. ჩვენ შევძლებთ ყველა მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციას.
ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ვითხოვთ გარანტირებული იყოს არა მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეების, არამედ ჩვენი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების გამგზავრების გარანტია, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ“, - აცხადებს პალამარი.
0
0