22/01/2024
15:48
ბადაგონი
საინფორმაციო ტურისტული მარშრუტის „ ოქროს გზა, ოქროს ისტორიაში’’ პროექტი- ალავერდის მემკვიდრეობის კვალდაკვალ - Alaverdi heritage trail - ეს არის მოგზაურობა დროსა და სივრცეში, რომელიც ერთის მხრივ, აკავშირებს გეოგრაფიულ სიახლოვეში მდებარე სამ ღირსშესანიშნავ ადგილს: შუამთას, იყალთოს, ალავერდს და მეორეს მხრივ, ქმნის ერთიან ისტორიულ-კულტურულ თავგადასავალს, რომელიც სტუმარს გააცნობს:
შუამთის ტყეში ჩაფლულ ძველი და ახალი შუამთის მონასტრების ისტორიას, იყალთოს მონასტერ-აკადემიასა და ქვევრის წარმოების საუკუნოვან ტრადიციას, ალავერდის მონასტრის სულიერ მნიშვნელობას და ტაძრის უნიკალურ არქიტექტურას.
საინფორმაციო ტურისტული მარშრუტის „ოქროს გზა ოქროს ისტორიაში’’ მოიცავს, თბილისიდან ალავერდამდე, 150 კილომეტრიან მონაკვეთზე, საქართველოს ისტორიულ-კულტურული, აგრარული და ტურისტულ-საგანმანათლებლო პოტენციალის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში მეღვინეობა „ბადაგონის“ უშუალო მხარდაჭერითა და მონაწილეობით, შესაძლებელი გახდა ვიზიტორთა მისასალმებელი ცენტრის „შუამთის კარიბჭეს“ ამუშავება, რომელიც უკვე ემსახურება ვიზიტორებს, როგორც ალავერდის მემკვიდრეობის ბილიკის დამაკავშირებელი ერთ-ერთი პუნქტი.
თავის მხრივ, ეს იძლევა შესაძლებლობას, გაიზარდოს კახეთის რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობები, განავითარდეს ალავერდის მემკვიდრეობა, როგორც უნიკალური ტურისტული დანიშნულების ადგილი, რომელიც აერთიანებს სამ გამორჩეულ ისტორიულ ძეგლს: შუამთას, იყალთოს და ალავერდს.
პროექტის „ალავერდის მემკვიდრეობის კვალდაკვალ" პარტნიორები არიან- ალავერდის ეპარქია, მეღვინეობა „ბადაგონი“ და USAID/Georgia - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.
0
0