20/10/2021
15:25
COVID-19
მისი თქმით, კოვიდპასპორტით უნდა მოხდეს ადამიანების დაშვება დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აცრილი მოქალაქეებისთვის და არამარტო, აუცრელების დაცვისთვის ქვეყანამ გააკეთოს, რაც შეიძლება სწრაფად კოვიდპასპორტების სრულფასოვნად შემოღება.
კოვიდპასპორტით უნდა მოხდეს ადამიანების დაშვება – დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ.
კოვიდპასპორტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას, ვაქცინაციის სტატუსზე, გადატანილ ინფექციაზე და ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩატარებულ ტესტზე.
მხოლოდ ამით მივაღწევთ საზოგადოების უსაფრთხოებას, მეტი გამოსავალი უბრალოდ არაა.
სხვა ალტერნატივა აღარ დაგვრჩა და რაც უფრო მეტ დროს დავკარგავთ, დავაგვიანებთ. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება ამ პანდემიას”, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
0
0