10/02/2023
11:45
სამხედრო
"მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რისკის მიხედვით შეფასებული გადახდის გრაფიკი დავამტკიცეთ, რათა საქართველომ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს", - შესაბამისი განცხადება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გააკეთა.
თავდაცვის მდივანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს პენტაგონში უმასპინძლა.
ეს განცხადება ასახავს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ ორმხრივ ურთიერთობებს თავდაცვის სფეროში და ჩვენს პარტნიორობას. სამი ათწლეულის განმავლობაში შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა საკუთარი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში.
ქართული სამხედრო ნაწილები მსახურობდნენ და თავს სწირავდნენ აშშ-სა და NATO-ს ს ძალებთან ერთად კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში. საქართველო იყო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთში NATO-ს მისიაში".
ლოიდ ოსტინის თქმით. აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობა კვლავ გაღრმავდება.
"ღრმად ვაფასებთ საქართველოს უზარმაზარ გავლენას სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე და ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში კვლავ გაღრმავდება საქართველოს მონაწილეობა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფში ყველას გვეხმარება, გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გავაძლიეროთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო საზღვრები, რომლებიც ყველას უსაფრთხოდ გვიცავს. ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს მამაც ბრძოლას რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ" - განაცხადა ოსტინმა.
ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
0
0