31/08/2023
10:09
სხვადასხვა
“არ გამოდის შუალედური პოზიცია” - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
„სამარცხვინოა ეს მთავრობა და საერთოდ, სამარცხვინო მდგომარეობაშია ქვეყანა.
კარგი იქნებოდა ზურაბიშვილს ეთქვა საჯაროდ ამ ვიზიტებზე და დაეფიქსირებონა საკუთარი პოზიცია. არ გამოდის შუალედური პოზიცია“- წერს ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია:
"31 აგვისტოს, ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად."
მოგვიანებით კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას უპასუხა, რომ სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა წლის ბოლომდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ვიზიტზე.
საქართველოს მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ვიზიტის გაუქმებას არ გეგმავს.
0
0