-share.jpg)
იმ დროს, როდესაც ნატოს ლიდერები ვაშინგტონში იკრიბებიან, დონალდ ტრამპი ალიანსის მომავლისა და, თავის მხრივ, რუსეთზე გამარჯვებასთან დაკავშირებით უკრაინის პერსპექტივებისთვის დიდი ჩრდილის მიყენებას ცდილობს.
წინასაარჩევნო გამოკითხვებში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შედარებით, ძირითადად, რესპუბლიკელი [ტრამპი] ლიდერობს, რომელიც არაერთხელ დაიმუქრა, რომ აშშ ალიანსს დატოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ექსპერტის შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპი ქვეყანას ნატოდან მთლიანად გაიყვანს, გავრცელებულია მოსაზრება, რომ ის ალიანსში ამერიკის ჩართულობას რადიკალურად შეცვლის.
„ტრამპის მრჩევლებმა მოკავშირე ქვეყნებს აცნობეს, რომ აშშ-ის უფრო ფართო გეგმის ნაწილი ნატოს სადაზვერვო სისტემასთან თანამშრომლობის შემცირება იქნება. ტრამპის მრჩევლებმა აღნიშნული გეგმები ჩვენ დისკუსიების დროს გაგვაცნეს,“ - განუცხადეს Politico-ს ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის დაცვით.
როგორც Politico წერს, არსებობს შიში, რომ ნებისმიერმა ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება უსაფრთხოებისთვის მძიმე შედეგები გამოიწვიოს, განსაკუთრებით უკრაინისთვის.
”სწორედ, ამერიკული დაზვერვის სამსახურმა დაარწმუნა ნატოს მრავალი წევრი-ქვეყანა, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრა გადაწყვეტილი ჰქონდა. ზოგიერთ ქვეყანას არ სჯეროდა, რომ რუსეთს სამხედრო კამპანიის „წარმატებით“ განხორციელება თავისუფლად შეეძლო,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.
სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევების პროფესორის ფილიპს ო'ბრაიენის თქმით, ევროპელმა ლიდერებმა პოტენციური ცვლილების მასშტაბი ვერ გააცნობიერეს.
„ევროპელ ლიდერებს, როგორც ჩანს, ბოლომდე არ ესმით, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ალიანსის სტრუქტურა შეიძლება ფუნქციურად რამდენიმე თვეში დასრულდეს. ევროპელებმა მალე უნდა გამოიღვიძონ“, - განუცხადა Politico-ს ო'ბრაიენმა.
0
0