03/08/2022
12:49
პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ელექტრონულ პეტიციას გამოეხმაურა, რომელსაც ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია ჰქვია. ზელენსკის თქმით, მან უკრაინის პრემიერ მინისტრს, დენის შმიგალს პეტიციის წამოყენებული საკითხის განხილვის თხოვნით მიმართა - ამის შესახებ ‘’როიტერი'' იუწყება
შესაბამისი პეტიცია პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე 3 ივნისს გაჩნდა და მას 28 592-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.
ზელენსკის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პეტიციას, რომელიც 2022 წლის 6 ივნისს წარადგინეს, 25 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
"მადლობა აქტიური სამოქალაქო პოზიციისთვის მათ, ვინც პეტიციას შეუერთდა. მე ვთხოვე პრემიერ-მინისტრ (დენის) შმიგალს, განიხილოს ელექტრონულ პეტიციაში წამოჭრილი საკითხი და შემატყობინოს შესაბამისი გადაწყვეტილებები“, - ნათქვამია ზელენსკის ოფიციალურ განკარგულებაში.
ზელენსკის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატიული საზოგადოების დონე მოქალაქეებისთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფით ისაზღვრება.
თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ კონსტიტუციით ქორწილი კაცსა და ქალს შორის თავისუფალ თანხმობას ეფუძნება და ომის, ან საგანგებო სიტუაციის დროს უკრაინის კონსტიტუციის შეცვლა არ შეიძლება.
"უკრაინის ოჯახის კოდექსი ოჯახს განმარტავს როგორც საზოგადოების პირველ და მთავარ ერთეულს. ოჯახი შედგება ინდივიდებისგან, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, დაკავშირებული არიან საერთო ცხოვრებით, აქვთ საერთო უფლებები და ვალდებულებები. უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, ქორწილი ეფუძნება ქალისა და კაცის თავისუფალ თანხმობას (51-ე მუხლი). უკრაინის კონსტიტუცია ვერ იქნება შეცვლილი ომის ან განსაკუთრებული სიტუაციების დროს უკრაინის კონსტიტუციის 157-ე მუხლი)". – წერს ზელენსკი.
კიევმა ლგბტქ+ უფლებების მხარდაჭერა 2014 წლის შემდეგგაზარდა, როდესაც ხელისუფლებაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ლიდერები მოვიდნენ. პარლამენტმა 2015 წელს მიიღო კანონი სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ, თუმცა არ დაუშვა ერთსქესიანთა ქორწინება.
სოციოლოგიური ჯგუფის „რეიტინგის“ ("Rating") მიერ 2021 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელ რესპონდენტთა 47%-ს უარყოფითი შეხედულება ჰქონდა ლგბტქ+ პირების მიმართ.
0
0