03/02/2025
00:05
პოლიტიკა
ხელახლა მოვყვე? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ილონ მასკის განცხადებას აზიარებს, რომლის მიხედვით, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი "დემოკრატიის ეროვნულ ფონდს" (NED) თაღლითად მოიხსენიებს.
უფრო მეტიც, მასკი წერს, რომ NED-ის შესახებ ვისაც რა ნეგატიური გამოცდილება-პრაქტიკა ან ინფორმაცია აქვს, კომენტარებში მიუთითონ.
“მათ ვინც იცით, ამ პოსტის კომენტარებში დაწერეთ ყველა ბოროტების სია, რაც NED-ს ჩაუდენია. ეს გრძელი სიაა” - აცხადებს მასკი, რომელმაც ეს ორგანიზაცია კორუფციასა და თაღლითობაში დაადანაშაულა.
სწორედ ამ განცხადების პასუხად, კითხვას სვამს პაპუაშვილი, - “ხელახლა მოვყვე?”.
ამ რეპლიკით პარლამენტის თავმჯდომარეს, სავარაუდოდ, იმის თქმა უნდოდა, რომ არაერთხელ ამხილა როგორც “დემოკრატიის ეროვნული ფონდი” (NED), ისე USAID, შიდასახელმწიფოებრივ საქმიანობაში უხეშად ჩარევის ფაქტების გამო.
ცნობისთვის, ჩვენი არქივი ინახავს პაპუაშვილის ამ შინაარსის განცხადებებს. გთავაზობთ მის რამდენიმე განცხადებას, რომლებიც 2024 წელს გააკეთა:
0
0