03/02/2025
00:32
სამართალი
ბევრჯერ ვყოფილვარ დაკავებული, მაგრამ არასდროს მქონია, დაპირისპირება პოლიციელთან დაკავების შემდეგ, დღეს მქონდა - სკამზე მჯდომ, ხელბორკილდადებულს, ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე, გიორგი ჩოქური წიხლს მირტყამს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც დღეს აქციაზე დააკავეს და შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს აცხადებს, რომ შეუძლიათ შესაბამისი კადრები გაასაჯაროონ.
„რაც საზოგადოებამ დღეს იხილა, არ იყო პოლიციელებსა და საზოგადოებას შორის დაპირისპირება. იქ მყოფი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა უბრალოდ პოლიციელების ფორმაში იყვნენ გამოწყობილი, ეს არავის გვიკვირს, მაგრამ დღეს განსაკუთრებული აგრესიით იყვნენ განწყობილი. გასაგებია! გასაგებია ამ ქვეყანაში ყველაფერი, ყველასთვის. ეს არის მოცემულობა, როდესაც აღარც სახლში დაგედგომება, სახლში შემოგივარდებიან - აღარც უნივერსიტეტში, აღარც თეატრში, აღარც საავადმყოფოში, არსად.
ან იღებ თამაშის წესებს, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, ან იბრძვი. საზოგადოებამ არჩია ბრძოლა, მართალი ბრძოლა. ამ ბრძოლით გამარჯვება.
მე 2013 წლიდან ვარ პოლიტიკურ პროცესებში და ასეთი აგრესიული ხალხი არ მინახავს. ბევრჯერ ვყოფილვარ დაკავებული,მაგრამ არასდროს მქონია, მაგალითად პოლიციის შენობაში ფიზიკური კონტაქტი და ფიზიკური დაპირისპირება პოლიციელთან, პოლიციის შენობაში, დაკავების შემდეგ, ხელბორკილდადებულს.“, - აცხადებს მელია.
0
0