02/02/2025
00:52
ტაბლოიდი
52 წლის კარლა სოფია გასკონი "ოსკარზე" წარდგენილი პირველი ტრანსგენდერი ქალია. ის წარდგენილია “ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელთა კატეგორიაში” ფილმისთვის - "ემილია პერესი". თუმცა მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო, ბევრი ითხოვს მის "გაუქმებას" ოსკარებზე.
კარლამ მოახერხა და ძალიან ბევრი ადამიანი გააბრაზა. ჟურნალისტმა და მწერალმა სარა ჰაგიმ იპოვა კარლას ძველი პოსტები სოციალურ ქსელში და ისინი ესპანურიდან ინგლისურად თარგმნა. ერთ-ერთ პოსტში გასკონი უხეშად საუბრობდა სელენა გომესზე, რომელიც მოგვიანებით მისი პარტნიორი გახდა "ემილია პერესში". ადრე გამოქვეყნებულ პოსტში კი კარლა ემილიას კიცხავდა ჰაილი ბიბერთან გადაღებული ფოტოს გამო. "სელენა მდიდარი ვირთხაა, რომელიც თავს ისაწყლებს ყველა შესაძლო შემთხვევის დროს და არასდროს დაანებებს თავს თავის ყოფილსა და მის ცოლს".
კიდევ ერთ პოსტში კი გასკონი 36 წლის ადელს აკრიტიკებს, რომელმაც მკვეთრად დაიკლო წონაში და "დაავიწყდა" ზედმეტი კანის მოშორება ხელებზე.
სხვა კოლეგებზეც იყო მსგავსი დამცინავი პოსტები. გარდა ამისა, გასკონი მუსლიმანებზეც გამოთქვამდა აზრს და ჩიოდა, რომ ისინი "ზემდეტად ბევრნი" არიან ესპანეთში და ასევე კიცხავდა მუსლიმანებს იმის გამო, რომ "ქალებს პატივს არ სცემენ".
ასევე აკრიტიკებდა "ოსკარს". "ვერც კი ვიგებ, აფრო-კორეულ ფესტივალს ვუყურებ თუ Black Lives Matter-ის დემონსტრაციას. წითელი ხალიჩის სამოსიც საზიზღრობაა".
ახლა, როცა გასკონს თავად ელის "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონია, ეს "ჩონჩხები კარადაში" ნამდვილად არ სჭირდებოდა. მსახიობი იძულებული გახდა, ოფიციალური კომენტარი გაეკეთებინა პრესაში: "მინდა ვაღიარო, რომ ჩემი ძველი პოსტების განხილვამ ბევრს მიაყენა ტკივილი. როგორც მარგინალიზებული საზოგადოების წარმომადგენელს, საკმაოდ კარგად მესმის ეს განცდები და ძალიან ვნანობ, რომ თავად მივაყენე ის სხვებს. მთელი ცხოვრება ვიბრძოდი უკეთესი სამყაროსთვის. მჯერა, რომ სინათლე ყოველთვის დაამარცხებს სიბნელეს".
ხუან კარლოსიდან კარლა სოფიამდე
კარლა სოფია გასკონს 2016 წლამდე იცნობდნენ, როგორც მსახიობ ხუან კარლოს გასკონს. ის 1972 წლის 31 მარტს დაიბადა ესპანეთის ქალაქ ალკობენდასეში. მადრიდში მიიღო სამსახიობო განათლება. თამაშობდა ესპანურენოვან სერიალებში, ესპანეთსა და მექსიკაში. თავს სანახევროდ მექსიკელად მიიჩნევს.
გასკონს ცოლიც ჰყავდა - მარისა გუტიერესი, რომელიც 1991 წელს ღამის კლუბში გაიცნო. წყვილს 2011 წელს შეეძინა ქალიშვილი.
2016 წელს განაცხადა მსახიობმა, რომ ტრანსგენდერია და ორ წელიწადში პროცედურებიც ჩაიტარა. 2018 წელს ავტობიოგრაფია გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ცოლი ყოველთვის მხარს უჭერდა, სქესის შეცვლის ოპერაციის დროსაც კი მის გვერდით იყო. ისინი შვილის აღზრდის საკითხებშიც ერთიანნი არიან და მარისა მისი ყველაზე დიდი მეგობარია.
0
0