07/02/2025
22:15
პოლიტიკა
![main-img](https://spnews.io/storage/files/liluashviliii.jpg)
ბრიფინგებს და სიტყვების რახა-რუხს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ამას ყოველთვის ვაიგნორებდით და ახლაც დავაიგნორებთ. თავის საქმეს და დღის წესრიგს მიხედონ , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საპარლამენტო მანდატებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში „360 გრადუსი“ განაცხადა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ე.წ. თავმჯდომარეს წერილობით არ მიმართავდა მანდატების გაუქმების შესახებ“.
„ჩვენ პირველივე დღესვე ვთქვით, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არანაირ ურთიერთობაში არ შევიდოდით, მით უმეტეს, წერილობითი მიმართვის კონტექსტით პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარეს არ მივმართავთ. ასევე ვთქვით, რომ ივანიშვილის რეჟიმს არანაირ ბერკეტს ხელში არ ჩავუგდებთ, რომ ჩვენ პოლიტიკურ დღის წესრიგზე, თუნდაც მანდატების შეწყვეტით რამე გავლენა მოახდინოს.
პარლამენტში არ დავდივართ იმიტომ, რომ პარლამენტს ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაცია არ აქვს. პარლამენტი არის ან არალეგიტიმური, ან ლეგიტიმური. მათთვის {ოპოზიცია] 5 თებერვლამდე, რადგან მათ მანდატები შეწყვეტილი არ ჰქონდათ, პარლამენტი ლეგიტიმური იყო, თუ სანახევროდ ლეგიტიმური, თუ როგორ იყო? ჩვენთვის, არჩევნების გაყალბების დღიდან ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. ჩვენ ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს და არ გადავდგამთ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მისანიჭებლად“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, საუბარი არ არის მანდატის საჭიროებაზე, საუბარია იმაზე, რომ პარტია ამ პარლამენტთან არანაირ ურთიერთობაში არ შევა.
„საუბარი არ არის მანდატის საჭიროებაზე. აქ არის საუბარი ძალიან მარტივ მოცემულობაზე საუბარი, რომ ჩვენ ამ პარლამენტთან არანაირ ურთიერთობაში არ შევალთ, მით უმეტეს, არავის საქილიკოს არ გავხდით, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ მხრიდან. „ქართული ოცნების“ განცხადებებში ძალიან მკაფიოდ იკვეთება, რომ ნერვები ეშლებათ.
იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ საგამოძიებო კომისია შეექმნა, მოუწია ხელოვნურად შეექმნა ორი ახალი პოლიტიკური სუბიექტი, სწორედ იმიტომ, რომ ვერ აკმაყოფილებენ იმ ფორმალურ მოთხოვნებს, რომელიც კომისიას აქვს.
ბრიფინგებს და სიტყვების რახა-რუხს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ამას ყოველთვის ვაიგნორებდით და ახლაც დავაიგნორებთ. თავის საქმეს და დღის წესრიგს მიხედონ“,- განაცხადა ლილუაშვილმა.
0
0