07/02/2025
18:39
მსოფლიო
![main-img](https://spnews.io/storage/files/maia%20sandu.jpg)
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსების შეჩერების გამო მოლდოვაში პროკურორების „ვეტინგის“ პროცესი კვლავ ფერხდება, – მოლდოვური მედიის ცნობით, ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ხელისუფლება განიხილავს მართლმსაჯულების რეფორმის ხარჯების ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სახსრებით უზრუნველყოფის შესაძლებლობას.
მაია სანდუს განმარტებით, მოლდოვაში პროკურორების კეთილსინდისიერების საგარეო შეფასება, ანუ „ვეტინგი“ USAID-ის სახსრებით ტარდებოდა, თუმცა ახლა ეს დაფინანსება შეჩერდა.
„ჩვენ არ ვიცით, აღდგება თუ არა ეს დაფინანსება, თუმცა ჯერჯერობით ვცდილობთ, ხარჯები ევროკავშირის სახსრებიდან დავაკომპენსიროთ. აშკარაა, რომ მოგვიწევს მორიგი პაუზის გაკეთება. ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლების შეფასება 2024 წლის ბოლომდე დასრულებულიყო, როგორც ეს დაგეგმილი იყო, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკვე გვექნებოდა დაწესებულება, სადაც ადამიანებს ეცოდინებოდათ, რა იქნება შემდეგ და შეძლებდნენ პრიორიტეტულ საქმეებზე ფოკუსირებას“, – განაცხადა მაია სანდუმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის საერთაშორიოს განვითარების სააეგნტოს პროგრამები შეაჩერა.
0
0