07/02/2025
20:59
მსოფლიო
უკრაინა ეძებს ფულს მნიშვნელოვანი პროგრამებისთვის, რომლებიც მანამდე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ფინანსდებოდა და უკვე აქვს დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით წინასწარი გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.
„მოლაპარაკებები გრძელდება. უკრაინის მთავრობაში მინისტრებმა უკვე გამართეს შეხვედრები კრიტიკულ პროგრამებთან დაკავშირებით – ეს არის ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ციფრული ტრანსფორმაციის და იუსტიციის სამინისტროები“, – განაცხადა სტეფანიშინამ.
მისი თქმით, უკვე არის წინასწარი გადაწყვეტილებები, სადაც შესაძლებელია აღდგენის, ენერგეტიკული მდგრადობისა და კიბერუსაფრთხოების პროექტებისთვის სასწრაფო დაფინანსების მოზიდვა.
„ჩვენ ასევე ველოდებით, რომ ევროკომისია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან უახლოეს დღეებში განაცხადებს პოზიციას საკონკურსო კომისიების მუშაობის აღდგენასთან დაკავშირებით სასამართლო და ანტიკორუფციული ვერტიკალის საკვანძო წევრების ასარჩევად“, – აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
მანამდე, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ USAID-ის მუშაობის შეჩერების გამო შეფერხდა გარკვეული კომისიების მუშაობა, რომლებიც მოსამართლეების შერჩევაში მონაწილეობენ.
თარგმანი: პირველი არხი
0
0