05/02/2025
01:05
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის, ითანამშრომლოს დასავლელ პარტნიორებთან წიაღისეულის შესაძლო მოპოვებაზე სამხედრო დახმარების სანაცვლოდ.
უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ გასულ წელს წარდგენილი უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ ერთ-ერთი პუნქტი წიაღისეულში ინვესტიციებს ითვალისწინებს.
„თქვენ ხედავთ, რომ რუსეთმა ჯერ კიდევ 2014 წლიდან დაიკავა ჩვენი მიწები, სადაც ნაწილობრივ მართლაც იყო ჩვენი წიაღისეულის დიდი მოცულობა. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი დამუშავდეს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი მიწის დაცვაში და უკან ხევენ მტერს თავიანთი იარაღით, თავიანთი ყოფნით, სანქციების პაკეტებით“, – აღნიშნა მან.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს საკითხი განიხილა დონალდ ტრამპთან შეხვედრისას 2024 წლის სექტემბერში.
0
0