05/02/2025
00:14
მსოფლიო
ბელგიაში, ძალაუფლების გადაცემის ცერემონიაზე, ქვეყნის თავდაცვის ახალმა და ყოფილმა მინისტრებმა თეო ფრანკენმა და ლუდივინ დედონდერმა სახუმარო საჩუქრები გაცვალეს, იუწყება გაზეთი Het Laatste Nieuws.
ფრანკენმა დედონდერს აჩუქა ყვითელი Manneken Pis-ის ქანდაკება (ბიჭუნას ქანდაკება, რომელიც შარდავს), სოციალურ ქსელ X-ში მისი ბოლო პოსტის საპასუხოდ. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ფრანკენი ყვავილნარში შარდავს საჯარო ადგილას.
"ჩვენი ახალი თავდაცვის მინისტრი", - მიაწერა მან ფოტოს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, 2020 წელს, როდესაც დედონდერი თავდაცვის ახალი მინისტრი უნდა გამხდარიყო, ფრანკენმაც გამოაქვეყნა პოსტი მსგავსი წარწერით. ბუბლიკაციაში ფოტოზე დედონდერი პატარა ძაღლთან ერთად იყო გამოსახული.
ფრანკენი უსაჩუქროდ არ დატოვა ქვეყნის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმაც. დედონდერმა მას საკალათბურთო ფეხსაცმლის გამოსახულებიანი ე.წ. ბრელოკი აჩუქა. ეს არის მხიარული პასუხი ფრანკენის მინიშნებაზე, რომ მას ურჩევნია საკალათბურთო ფეხსაცმლის ტარება.
თქვენ გაგზავნეთ
0
0