05/02/2025
10:43
მსოფლიო
,,თაღლითური ოპერაცია დასრულდა. ახლა USAID-ს აუდიტი ჩაუტარდება და ამის შემდეგ ის დაიხურება,“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის ადმინისტრაციამ გამოსცა ახალი დირექტივა, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID-ის] ყველა თანამშრომელი პარასკევს, საღამოს 23:59-დან, ადმინისტრაციულ შვებულებაში გავა. აღნიშნული შეტყობინება სააგენტოს ყველა თანამშრომელს უკვე გაეგზავნა. დაშვებული იქნება გამონაკლისი იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მისიის კრიტიკულ ფუნქციებზე, ძირითად ხელმძღვანელობასა და საგანგებოდ გაწერილი პროგრამების განხორციელებაზე. ხუთშაბათს, შუადღეს, სააგენტოს ხელმძღვანელობა შესაბამის შეტყობინებას გაუგზავნის "ძირითად პერსონალს, რომელიც, სავარაუდოდ, მუშაობას გააგრძელებს".
დირექტივის ტექსტი მთავრდება სიტყვებით: „მადლობა გაწეული სამსახურისთვის“.
”მათ ამ ღამით ამერიკა უფრო დაასუსტეს - ეს სინამდვილეა. შეიძლება ხვალ აშკარა არ იყოს ეს რეალობა, მაგრამ საბოლოოდ დავინახავთ, რომ პეკინსა და მოსკოვში იღიმიან [ამ გადაწყვეტილებაზე]”, - განაცხადა USAID-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვით.
0
0