05/02/2025
12:14
პოლიტიკა
"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტაზე მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება იმას, რომ "ქართულ ოცნებას" რაიმე ტიპის ლეგიტიმაციის მიღების იმედი გადაეწურა.
მისი განმარტებით, პარლამენტის არცერთი წევრი და არცერთი პოლიტიკური ძალა ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს.
"თვითონ რატომ მიიღეს ახლა ეს გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა - ეს, ცხადია, ეფუძნება იმას, რომ მათ გადაეწურათ ყველა იმედი, როგორც ქვეყნის შიგნით რაიმე ტიპის ლეგიტიმაციის მიღების ვინმესგან, ისე ქვეყნის გარეთ. თან, რაღაცნაირად, ამ ყველაფრის მიღმა ე.წ. რეპრესიების ტალღის სულისკვეთებაც გამოსჭვივის. ალბათ ჯობდა, რომ ყველას ერთად მიგვემართა, მაგრამ სრულად შემიძლია გამოვრიცხო, რომ არცერთი პარლამენტის წევრისაგან და არცერთი ძალისგან, არ მგონია, რომ ამ პარლამენტმა რაიმე ტიპის ლეგიტიმაცია მიიღოს ოდესმე", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
0
0