სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ - თუ აშშ სავაჭრო ომს დაიწყებს, ერთადერთი, ვინც გაიცინებს, ჩინეთია - კალასი
03/02/2025
16:05
პოლიტიკა
A-
+A
ყურადღებით ვუსმენდით ამ სიტყვებს და, რა თქმა უნდა, ჩვენც, ჩვენი მხრიდან, ვემზადებით. ცხადია ის, რომ სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
კალასმა ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებაზე დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.
„თუ აშშ სავაჭრო ომს დაიწყებს, ის, ვინც გაიცინებს ჩინეთი იქნება. ჩვენ ძალიან ურთიერთდაკავშირებულები ვართ. ჩვენ გვჭირდება ამერიკა და ამერიკასაც ვჭირდებით ჩვენ“, - აღნიშნა კალასმა.
მისი თქმით, ტარიფები ზრდის ხარჯებს და აზარალებს მომხმარებლებს.
0
0
55
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%