01/10/2021
14:53
პოლიტიკა
ვიდეოში, რომელიც თითქოსდა ბათუმის (ძვირადღირებული ზღვისპირა კურორტი, რომლის პოპულარიზაციასაც სააკაშვილი ხელს უწყობდა) შავი ზღვის სანაპიროზეა გადაღებული, სააკაშვილი ამბობს, რომ მან საქართველოში დასაბრუნებლად "ყველაფერი გარისკა".
"ძალიან მომენატრა ეს ადგილი. დღეს ჩემი ოცნება ასრულდა," - ჩურჩულებს ღიმილით კაპიუშონიან ტანსაცმელში გამოწყობილი ექს-პრეზიდენტი.
საააკშვილის თქმით, ის დროულად გაემგზავრება დედაქალაქ თბილისში უმნიშვნელოვანესი ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომლებიც შაბათს, 2 ოქტომბერს, ტარდება. ის ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური პარტია -"ქართული ოცნებისთვის" ხმის მიცემა საქართველოსთვის "სასიკვდილო განაჩენის გამოტანას" ნიშნავს. მან მხარდამჭერებს ქვეყნის „გადასარჩენად“ მასთან ერთად გაერთიანებისკენ მოუწოდა.
"მაშინაც კი, თუ ეს უზურპატორი მთავრობა ჩემს დაკავებას მოახერხებს, თუნდაც ჩემი შეჩეერება სცადონ, ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი ძალები. არცერთ შემთხვევაში არ უნდა გავჩერდეთ, არც მე და არც თქვენ [მხარდამჭერები]", - თქვა სააკაშვილმა.
27 სექტემბერს, ყოფილმა პრეზიდენტმა დააანონსა, რომ სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა და 2 ოქტომბრით დათარიღებული კიევი-თბილისის ბილეთიც გამოაქვეყნა. ცოტამ თუ იფიქრა, რომ ის ისეთ სარისკო ნაბიჯს გადადგამდა, რომელიც თებერვალში, მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის საბედისწერო დაბრუნებას დაემსგავსებოდა; როგორც ცნობილია, ის აეროპორტშივე დააკავეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიხეილ საააკაშვილს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, მისი დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში რჩება. მმართველ პარტიას - “ქართულ ოცნებას” - ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 4 საქმეზე აქვს გამოძიება დაწყებული; ის დამნაშავედ სცნეს დაუსწრებლად ორი ბრალდებით: თავდასხმის მოწყობასა და მკვლელობასთან დაკავშირებით. სააკაშვილი და მისი მოკავშირეები კი ამბობენ, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
დასავლეთში განათლებამიღებულმა სააკაშვილმა, საქართველოში 2003 წლის ვარდების რევოლუციით მაშინდელი მთავრობის გუნდი შეცვალა და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. ორი საპრეზიდენტო მანდატის დროს, სააკაშვილმა თავისი ქვეყნისთვის პროდასავლური საგარეო კურსი აიღო; პარალელურად, 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ კი, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა.
მიხეილ სააკაშვილმა, შედარებით ჩამორჩენილი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს მოდერნიზების თვალსაზრისით, გარკვეულ წარმატებას მიაღწია, თუმცა ციხეში წამების ამსახველი სკანდალური ფაქტების შემდეგ, 2012 წელს სააკაშვილის პარტია იძულებული გახდა ძალაუფლება დაეტოვებინა, თავად კი სამშობლოდან საკუთარი ნებით გადასახლდა.
0
0