
მისი თქმით, დღეს ოჯახის ექიმების ქსელი და ონლაინკლინიკები ძალიან გამართულად მუშაობს.
„ჩვენი რამდენიმე ოპონენტი რომ ამბობს, ოჯახის ექიმების ქსელი კარგად არ მუშაობსო, ეს დიდი ტყუილია. პრაქტიკულად, ყველა ავადმყოფს ჰყავს ექიმი და არც ერთი ავადმყოფი არ არის ექიმის გარეშე დარჩენილი. საჭიროა, ამ ექიმებს პაციენტებმა დაუჯერონ. როცა ექიმი ავადმყოფს რეკომენდაციას აძლევს, შენ ხარ დამძიმების კანდიდატი, გაქვს დამძიმების რისკები, ან უკვე ხარ დამძიმებული, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ კლინიკას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 74 ფაქტი დაფიქსირდა და საქართველო რომ ვაქცინირებული ქვეყანა იყოს, გვეყოლებოდა არა 74, არამედ ექვსი ან შვიდი გარდაცვლილი, ხოლო თუ პაციენტები კლინიკას პირველ რვა დღეში მიმართავდნენ, გარდაცვლილი საერთოდ არ გვეყოლებოდა.
თენგიზ ცერცვაძემ ასევე განაცხადა, რომ ორჯერადად აცრილებს შორის გარდაცვალების შემთხვევები მინიმალურია.
„ეს არის ერთეული და ჩვენ კლინიკაში არც ყოფილა ასეთი. ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვალებულებს შორის 98% იყო არავაქცინირებული და მხოლოდ 2% იყო ვაქცინირებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
0
0