ხომ არ ღირს დაფიქრება რეალურად, რას გულისხმობს სტრატეგიულ პარტნიორობაში ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი და რა არის რეალურად გაყინული პარტნიორობა? ამის შესახებ რადიო „სივრცის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ჩინეთის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე.
მისი თქმით, ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდეგ ვნახეთ ჩვენ, რომ არ დაახანა შედეგმა და ის პირველი პროდუქტი მიიღო ქართულმა საზოგადოებამ, რომ უაპელაციოდ, ზედმეტი წინაპიროებების და შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევის გარეშე, ჩინეთმა გამოთქვა მზადყოფნა, მიიღოს საქართველოს მოქალაქეები როგორც თანასწორი იმ ადამიანებისა, ვისთანაც ჩინეთს აქვს უვიზო მიმოსვლა.
„ეს ძალიან კარგი ჟესტია და ეს არის ხაზგასმა იმისა, თუ რას ნიშნავს სტრატეგიულ პარტნიორობაში ერთ-ერთი კომპონენტი - ეს უვიზო მიმოსვლა.
რაც შეეხება აშშ-ს. ჩვენ ვხედავთ წლების განმავლობაში გამოკიდებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, ვიზების გამარტივების საკითხს, რეალურ გაყინულ ინვესტიციებს, ოღონდ „გაყინულში“ აქ ცინიზმი შემომაქვს, რადგან შარშან ელჩისგან მოვისმინეთ, რომ ამერიკას მილიარდობით დოლარი აქვს ჩადებული საქართველოში. ამ მილიარდებიდან 90% არასამთავრობოებზე მოდის, რომელსაც ის აფინანსებს და სინამდვილეში, ქართულ საზოგადოებას ნაკლებად ხმარდება ეს ყველაფერი. ჩვენ ყველას უნდა დავანახოთ, რომ ის 30 წლიანი წრეზე სიარული, სადაც საქართველო იყო ბატონ-ყმურ დამოკიდებულებაში „უფროს ძმებთან“ და იყო ნებისმიერი სიმფონიის შემსრულებელი, ასე არ არის და რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, სადაც სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა და ნებისმიერი საერთო გადაწყვეტილება მიიღება საერთო ინტერესებიდან გამომდინარე და არა მხოლოდ ცალმხრივად. შესაბამისად, როდესაც ორივე ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს ვადარებთ, ჩვენ ხვედავთ ჩინეთთან დაწყებული პარტნიორობის ერთი წლის თავზე კონკრეტულს მაგალითს.
ამერიკამ შეიძლება ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ არის თუ არა ეს ურთიერთიბა საქართველოსთვის უფრო მეტის მომტანი, ვიდრე ამერიკისთვის?“ - აცხადებს ქადაგიძე.
რადიო „სივრცის“ კითხვაზე, რა შეეძლო გაეკეთებინა ამერიკას საქართველოსთვის, ქადაგიძე პასუხობს, რომ ვიზების საკითხსაც რომ თავი დავანებოთ, შესაძლებელი იყო თავისუფალი ვაჭრობა საქართველო-ამერიკას შორის.
„ყოველი ელჩი, რომელიც იცვლებოდა, ამაზე იყო საუბარი და ამბობდნენ: „ჩვენ ვმუშაობთ“. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ეს ფარატინა ქაღალდი რჩება თაროებზე. სტრატეგიული პარტნიორები თანასწორუფლებიან თამაშის წესებზე თუ ვთანხმდებით, მივიღოთ თანაბარუფლებიანი პორობები“ - აცხადებს „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი.
0
0