04/02/2025
14:52
პოლიტიკა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლას მედიასთან ეხმიანება.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ მიხეილ ყაველაშვილის სიტყვა არა უცხოელი დამკვეთების, არამედ ქართული საზოგადოების ინტერესებს ექვემდებარებოდა. მისი თქმით, პრეზიდენტმა ისაუბრა დემოკრატიულ საფრთხეებზე, რაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, პრეზიდენტმა გამოსვლა მთავარი გზავნილებით დაიწყო - მშვიდობა და ქვეყნის სტაბილური განვითარება.
“როგორც იქნა საპარლამენტო ტრიბუნასთან ვიხილეთ პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობდა და არ ჰქონდა დაწერილი სიტყვა, რომელიც გარე დაკვეთებს ექვემდებარებოდა. უმთავრესი იყო ის, რაც მან თავშივე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მშვიდობა, ქვეყნის სტაბილური განვითარება. მან ისაუბრა მრავალ სექტორულ მიმართულებაზე და რაც ყურში მომხვდა და აქამდე არ თქმულა, ისაუბრა დემოკრატიულ საფრთხეებზე, რაც მნიშვნელოვანია და ეროვნული უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს. როდესაც პრეზიდენტი ამაზე აკეთებს აქცენტს, რა თქმა უნდა, მისი მნიშვნელობა მეტად მოიმატებს და ეფექტურ გადაწყვეტილებებზეც ადეკვატურად იმოქმედებს,“- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
0
0