04/02/2025
17:51
პოლიტიკა
„ჩვენი მხრიდან ნათლად იყო ნათქვამი, რომ მათ ქვეყნებში, გერმანიაში, ბელგიაში... როდესაც ვინმე არღვევს კანონს, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი თუ მოქალაქე, მას ხომ სჯიან კანონით და პოლიცია ხომ აკეთებს ამას? მათი პასუხი იყო დუმილი“- განაცხადა რადიო „სივრცის“ ეთერში საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ ევროპის საბჭოს კონგრესმენებთან გამართული შეხვედრის შესახებ.
„ჩვენი მხრიდან ნათლად იყო ნათქვამი, რომ მათ ქვეყნებში, გერმანიაში, ბელგიაში, როდესაც ვინმე არღვევს კანონს, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, თუ მოქალაქე, მას ხომ სჯიან კანონით და პოლიცია ხომ ამას აკეთებს? მათი პასუხი იყო დუმილი - რადგან ეს, ასეა. დუმილი თანხმობის ნიშანია. საქართველოში რატომ არ უნდა იყოს აღკვეთილი კანონის დარღვევა პოლიციის მხრიდან, როდესაც პოლიცია სამი დღე მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს ნუ დაარღვევდნენ კანონს და ნუ გადაკეტავდნენ მაგისტრალებს.„- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისი თქმით, შეხვედრაზე, ასევე ევროპის საბჭოს კონგრესმენების მთავარი რეკომენდაცია იყო პოლარიზაციის დაძლევა და თვითმმართველობის არჩევნები.
„რჩევა და რეკომენდაციია, რასაც ჩვენც ვიზიარებთ, რომ პოლარიზაცია როგორ იყოს დაძლეული. მმართველი ძალა და ოპოზიცია, როგორ შეიძლება მივიდნენ შეთანხმებამდე. რაც ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, პრემიერის მხრიდანაც, რომ მზად არის შეხვედრისთვის. ჩვენ გვაქვს დიალოგის შეთავაზება ღია თუ დახურულ სივრცეში, თუმცა იმდენად რადიკალიზმის პროცესში არიან, რომ ამაზე უარს ვიღებთ.
ჩვენ ვუთხარით, რომ გვიწევს აღქმების დროში ცხოვრება. ერთ მხარეს არის სიმართლე და მეორე მხარეს აღქმები. რთული იქნება შეთანხმება იმ პირებთან, რომლებიც იგივეს ამბობდნენ 2020 წელს, არ აღიარებდნენ არჩევნების შედეგებს, როცა ასეთი საერთაშორისო მხარდაჭერა არ ჰქონდათ. ახლა მით უფრო, როცა დიდია გარე ზეწოლა და თან პროცესების რადიკალიზაციას ხელი შეუწყო ყოფილი პრეზიდენტის მოქმედებებმა.“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ცნობისთვის, თბილისში ვიზიტით იმყოფებიან ევროპის საბჭოს კონგრესის წარმომადგენლები, რომლებიც უკვე შეხვდნენ თბილისის საკრებულოს დელეგაციას. შეხვედრაზე იყო მსჯელობა წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებზეც.
0
0