04/02/2025
20:43
მსოფლიო
ევროკავშირს წინ რთული თვეები ელოდება და ბრიუსელში ბიუროკრატებს რთული პერიოდი ექნებათ, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის მთავრობის მეთაურის თქმით, 14 დღეში დონალდ ტრამპმა რამდენიმე მიღებული ზომით მსოფლიო თავდაყირა დააყენა.
„ამერიკაში გენდერული სიგიჟე დასრულდა, დასრულდა გლობალისტი სოროსის ორგანიზაციების დაფინანსება, დასრულდა არალეგალური მიგრაცია და ასევე დასრულდა რუსეთ-უკრაინის ომის მხარდაჭერა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი, რის თავს მოხვევასაც ბრიუსელის ბიუროკრატები ცდილობდნენ ჩვენთვის ბოლო წლებში, დასრულდა“, - წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპი მხარს დაუჭერს ამერიკის ინტერესებს, თუნდაც ევროპის წინააღმდეგ.
„ჩვენ გვჭირდება შეთანხმება, გარიგება, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან“, - დასძინა მან.
0
0