04/02/2025
22:57
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციაზე სტუდენტის, ნიკოლოზ კუტუბიძის სისხლის სამართლის წესით დაკავებას ეხმაურება.
როგორც განცხადებაში აღინიშნება, ადმინისტრაცია და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი არკვევენ დამატებით დეტალებს და აქტიურ კომუნიკაციაში არიან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ხოლო რექტორი ჯაბა სამუშია მზად არის შეხვდეს დაკავებულის ადვოკატს.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმაურება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტის ნიკოლოზ კუტუბიძის თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე სისხლის სამართლის წესით დაკავების ფაქტს.
თსუ ადმინისტრაცია და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი არკვევენ დამატებით დეტალებს და აქტიურ კომუნიკაციაში არიან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია მზად არის შეხვდეს დაკავებულის ადვოკატს”, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0