23/11/2021
15:46
საზოგადოება
თეთრი სახლის შენახვა მეტად ძვირი ჯდება.
სწორედ ამაზე წუწუნებდა ინგლისელი თაღლითი არტურ ფეგუსონი, როდესაც მდიდარ კლიენტს ამ უძრავ ქონებაზე ესაუბრებოდა. მისი სარწმუნო ინფორმაციის თანახმად, ვითომდა შეერთებული შტატების მთავრობა სერიოზულად იყო შეშფოთებული ფინანსური პრობლემებით, რაც ხაზინას აცარიელებდა. ამის მიზეზს კი პრეზიდენტის ოჯახის შენახვის ხარჯი წარმოადგენდა. ამის გამო, ერთერთ ვარიანტად განიხილებოდა თეთრი სახლის 99 წლიანი არენდა მისი შემდგომი გამოსყიდვის შესაძლებლობით, „სულ რაღაც“ 2 მილიონ დოლარად. არ დაიჯერებთ მაგრამ გამოჩნდა ერთი „ჭკვიანი“, რომელმაც თეთრ სახლში დაბინავება განიზრახა.. მეტიც ,ამ ბანკირმა, საკუთარი ოცნების ასასრულებლად გვარიანად მსხვილი თანხა გადაუხადა აშშ-ის მთავრობის ვითომდა სრულუფლებიან წარმომადგენელს. საკვირველია მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი აშკარა აფერა, ბატონ ფერგიუსონის ‘’კარიერაში’’ ერთეულ შემთხვევას არ წარმოადგენს.
ფერგიუსონმა, თავისი საქმიანობა სამშობლოში, ყალბი, ვითომდა ძველი მონეტების გაყიდვით დაიწყო. ფეგიუსონი აცხადებდა, რომ ეს მინეტები მას თითქოს მემკვიდრეობით ერგო საკუთარი ბაბუისგან, რომელმაც განძი შემტხვევით იპოვა. ცოტა ხნის მერე, თაღლითის ყურადღება ადმირალ ნელსონის კოლონამ მიიბყრო. 1925წელს ის ერთ ბრიყვ ამერიკელს კოლონის ამერიკაში ციმციმ ჩატანას დაპირდა. ამ ოპერაციის შემდეგ, ცრუ მესაკუთრეს კიდევ მეტად გაეღვიძა მადა და სულ რამოდენიმე თვის განმავლობაში მოახერხა ინგლისის ყველა ღირშესანიშნაობის „გაყიდვა“. ეს თაღლითი ერთობ ფრთხილად მოქმედებდა. წინასწარ მხოლოდ ბეს იღებდა და შემდეგ უჩინარდებოდა. ბრიყვებს თაუერი 1000დუნტი დაუჯდათ, ბუკინჰემის სასახლე კი 2000 ფუნტი, ამდენითვე დაცარიელდა ხარბი ტურისტის საფულე, რომელმაც ვესტმისტერის სააბატოს „ყიდვა ‘’ გადაწყვიტა. ბოლოსდაბოლოს, როდესაც ფერგიუსონი მაინც „ჩავარდა“, საკუთარ ქმედებებ ასეთი ახსნა მოუძებნა: „მინდოდა გამეგო თუ სად გადიოდა ადამიანური სიბრიყვის ზღვარი.“
„ბრუკლინის ხიდზე სეირნობისას შესაძლებელია კარგი თანხის გამომუშავება“
ამას კიდევ ერთი თაღლითი ყვებოდა. ამერიკელი ჯორჯ პარკერი შესანიშნავად ერკვეოდა ადამიანის ფსიქოლოგიაში, რაც მას ერთობ უადვილებდა ტურისტებთან ნდობაში შესვლსა და მათთან დაახლოებას. ის ენთუზიაზმით ყვებოდა რა სარგებლის ნახვა იყო შესაძლებელი ბრუკლინის ხიდზე ფასიანი გასასვლელის ანდა გამოფენა-გაყიდვების მოწყობით. ცხადია, საბოლოო ანგარიშით ამ ნაგებობის მფლობელის მანტია მან მოირგო და მას შესაშური სიხშირით ,კვირაში ორჯერ მაინც „ყიდდა“. თაღლითს მყიდველთა რიგი ედგა, პოლიცია კი ძლივს იგერიებდა ნაგებობის „ახალ მფლობელებს“, რომლებსაც ხოდზე დახლების დადგმა სურდათ. „ვაჭრობა“ ისეთი შემართებით მიდიოდა, რომ პარკერს გაყიდვების რამოდენიმე ოფისის გახსნამაც მოუწია. აქ მსურველს ყველაფრის ყიდვა შეეძლო-მეტროპოლიტენ მუზეუმიდან დაწყებული მედისონ სკვერ გარდენით დამთავრებული. ისეთ „წვრილმანზე“, როგორიც თავისუფლების ქანდაკებაა დროის დაკარგვაც კი არ ღირს. საქმე ისაა,რომ მსურველებს ხელში აჩეჩებდნენ შესაშურად გაყალბებული დოკუმენტაციის სრულ პაკეტს, რაც მათ საკუთრებას ადასტურებდა. 1928 წელს მოხერხდა ამ გაქნილი თაღლითი სამართალდამცავებისთვის გადაცემა, თუმცა მას თაღლითობის სამიოდე ფაქტი დაუდასტურდა. სინგ-სინგის ციხის მცველები და ბინადარნი უდიდეს პატივს სცემდნენ ამ გაიძვერა აფერისტს, რომელმაც უამრავი ადამიანის გაბრიყვება შეძლო. ამერიკულ სლენგში დამკვიდრდა ფრთიანი გამოთქმა: „შესაძლოა თქვენ თვლიდეთ, რომ მე ვფლობ ხიდს, რომლის თქვენთვის მოყიდვაც მსურს“. ამერიკელები ამას მაშინ წარმოთქვამენ, როდესაც რომელიმე ადამიანის გამდიდრების წადილი სიბრიყვეს ესაზღვრება.
ეიფელის კოშკი მხოლოდ ჯართადაა ვარგისი
პრესაში გამოქვეყნებულმა ამ პუბლიკაციამ ვიქტორ ლიუისს ბრწყინვალე აფერის იდეისკენ უბიძგა. თუმცა, ეს ნიჭირი თაღლით, გონივრული და ფაქიზი ოპერაციებით აქამდეც დიდი წარმატებით ახერხებდა უბრალო ადამიანების გასულელებას. ეს მართლაცდა საოცრად საინტერესო ადამიანი, რომელიც ხუთ ენაზე უზადოდ მეტყველებდა, პატივსაცებ ბურჟუაზიულ ოჯახში დაიბადა. მან შესანიშნავი განათლება მიიღო, თუმცა მისმა ავანტიურისტულად მოწყობილმა, გაქნილმა გონებამ განსაზღვრა კიდეც ამ ადამიანის მომავალი. იგი 45 ფსევდონიმით სარგებლობდა, მარტო შეერთბულ შტატებში 50 ჯერ დააკავეს და გაათავისუფლეს. საოცრებაა თუმცა ვიქტორი ყოველთვის ახერხებდა წყლიდან მშრალად ამოსვლას. ახალგაზრდობაში მან აზარტული თამაშებით დაიწყო,20-იან წლებში კი მოქალაქეთა და ბანკებისთვის ათიათასობით დოლარის გამოძალვა მოახერხა.
იმასაც კი ამბობენ, რომ დაზარალებულთა შორის თვით სახელგანთქმული განგსტერი ალ-კაპონეც კი ყოფილა. შესაძლოა ამის გამოც მოუწია თაღლითს შტატების დატოვება და ევროპაში გადაბარგება, სადაც გაზეთში წააწყდა კიდეც ზემოხსენებულ სტატიას. თაღლითი იმ ეწამსვე მიხვდა, რომ საფულის გვარიანად შევსების შანსი მიეცა. მან სასტუმროს ძვირფასი ნომერი იქირავა, გააყალბა რწმუნებათა სიგელი, სადაც საკუთარი თავი ფოსტისა და ტელეგრაფის მოადგილედ წარიდგინა. ამის კვალდაკვალ, შავი მეტალის შესყიდვით დაკავებულ მაგნატებს „ოფიციალური მიეწვევის’’ ბარათები დაეგზავნათ.თაღლითმა, მეწარმეებს სათითაოდ მოახსენა, რომ მთავრობას კარგა ხანია ცაფიქრებული აქვს რკინის ამ კონსტრუქციის დემონტაჟი და უახლოეს ხანებში შედგება დახურული აუქციონი. მისივე თქმით ფაქტის გასაიდუმლოება იმით იყო ნაკარნახევი, რომ მოქალაქეთა და ტურისტთა ნაწილს არ სურდა ამ ღირშესანიშნაობასთან გამოთხოვება. საბოლოო ანგარიშით, ეიფელის კოშკი „გაიყიდა,, ,ერთერთ მეწარმეს კი მისი დემონტაჯის ნებაც მიეცა. გატუტუცებულმა ბიზნესმენმა, რომელიც გააოგნა თაღლითის ამგვარმა თავხედობამ, საკუთარი საქმიანი რეპუტაცის შესანარჩუნებლად პოლიციაში დასმენაც კი ვერ გაბედა. ეს აფერა ლიუისმა ორგზის გაითამაშა და ორივეჯერ შეძლო ოკეანის მიღმა მიმალვა.
ზამთრის სასახლე-სესანიშნავი უძრავი ქონებაა ფულის დასაბანდებლად.
არც რუსეთი ჩამორჩა ვინმეს ამგვარი თვითნაბადი ადამიანებით.ერთმა თავადაზნაურული ფესვების მქონე თაღლითმა, ნიკოლაი სავინმა, რომელსაც მრავალ ევროპულ ქვეყანაში, გაწაფულ აფერისტად იცნობდნენ მრავალი საარაკო საქმე დაატრიალა. პირველი თაღლითობა სავინმა იტალიაში ჩაიდინა. იქ დასასვენებლად მყოფმა აფერისტმა თავი ვაჭრად გაასაღა, რომელიც ვითომდა ცხენების მოშენებით იყო დაკავებული. რაღაც საოცრების მეოხებით, ამ გაიძვერამ იტალიის მთავრობასთან გააფორმა ,,ხელშეკრულება,, არმიის საჭიროებისთვის ცხენების დიდი პარტიის მიწოდების თაობაზე. ავანსის მიღებისთანავე იგი ბულგარეთში გაიქცა, სადაც ფრანგი დიდგვაროვანის, გრაფ ტულუზ დე ლოტრეკის სახელს ამოეფარა. მისი მსუყე ფინანსური მდგომარეობითა და ფულის საქმეებში გათვითცნობიერებით გაბრიყვებულმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სავინს დიდი კრედიტის სანაცვლოდ ხელმწიფის ტახტიც კი შესთავაზეს. ეს მსოფლიო მასშტაბის აფერა ალბათ აღსრულდებოდა კიდეც, სავინი ერთ დალაქს, რომ არ ეცნო, რომელიც მას პეტერბურგიდან იცნობდა. თაღლითს ამჯერად ხელცარიელს მოუწია გაქცევამ, თუმცა მის შესახებ უამრავმა უწეყოდა ევროპიდან ჩინეთამდე. თებერვლის რევოლუციამ მას სამშობლოში ახალი შანსი უწყალობა. არავინ იცის როგორ მოახერხა სავინმა ზამთრის სასახლის დაცვის უფროსად გახდომა, რამაც მას საოცნებო პერსპექტივები გადაუშალა.
ორ რევოლუციას შორის ხანმოკლე პერიოდში უდიდესი ბუმი იყო უძრავი ქონების შეძენის საქმეში. ერთერთი უცხოელი შემთხვევით გავიდა სავინზე, რომელიც მას ზამთრის სასახლის მესაკუთრედ წარუდგა. გამოცდილ გადამგდებს არ გაძნელებია ნასყიდობის გაფორმება, რის შემდეგაც, სავინი უგზოუკვლოდ გადაიკარგა. როგორც ამბობენ, სავინმა ფულის გამოძალვა არ აკმარა მსხვერპლს და მას სასტიკად დასცინა. საქმე ისაა, რომ თურმე „ ნასყიდობის ხელშეკრულების“ ტექსტი შემდეგი სიტყვებით მთავრდებოდა: „ სულელებს არც თესენ და არც იმკიან“.
მასალა მომზადდა kulturologia.ru-ს პუბლიკაციის მიხედვით
წყარო: kulturologia.ru
0
0