12/10/2021
12:31
ეკონომიკა
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ამაში საუბარი არის ქირა, იჯარა მართვის საზღაური 5 მილიონ ლარზე მეტი და ამას ემატება გადაუხდელობით ან დაგვიანებით დარიცხული ჯარიმა დაახლოებით ერთი მილიონი ლარი.
„შეღავათები შეეხება ბიზნესებს და კერძო პირებს, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო ქონების იჯარით, ქირის უფლებით ან მართვის უფლებით აქვს გადაცემული სახელმწიფო ქონება და ვისაც ხელშეკრულება დადებული აქვს ქონების მართვის სააგენტოსთან. საქართველოს პარლამენტმა იმსჯელა ამასთან დაკავშირებით, მიიღო შესაბამისი ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, ჩვენ კი, ამ ცვლილებებიდან გამომდინარე მოვამზადეთ სპეციალური წესი, რომლითაც განისაზღვრა, რომ პერიოდში 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით, ასეთ სუბიექტებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეპატიებათ იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდით ამ პერიოდში დარიცხული ჯარიმა, სანქცია, საურავი. ჯამში საუბარი არის ქირა, იჯარა მართვის საზღაური 5 მილიონ ლარზე მეტი და ამას ემატება გადაუხდელობით ან დაგვიანებით დარიცხული ჯარიმა დაახლოებით ერთი მილიონი ლარი, რომელიც ასევე ეპატიებათ ამ სუბიექტებს. ეს გამომდინარეობს იმ სირთულეებიდან, რაც თავს დაატყდა ქვეყანას, ბიზნესებს, ადამიანებს, რაც აისახა მათ გადახდისუნარიანობაში, ამან შეაფერხა იგივე სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, მოიჯარეების შესაძლებლობები, რომ დროულად გადაეხადა სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრებული იჯარა ქირა და დაეკისრათ ჯარიმები. ეს ის პერიოდია, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე, მოქმედებდა ამა თუ იმ დოზით შეზღუდვები. წელს უკვე გაზაფხულზე, მარტის შემდეგ მივიღეთ ეკონომიკის გაზრდის გადაწყვეტილება. რის შემდეგაც მსგავსი პრობლემები აღმოიფხვრა. სრულიად სამართლიანი იქნება, რომ იმ გასული პერიოდის განმავლობაში, როდესაც ბიზნესები იყო შეზღუდული, პანდემიიდან გამომდინარე იყო ყველაზე რთული პერიოდი, ჩვენ მივცეთ შეღავათი და შესაძლებლობა, ადამიანებს, კომპანიებს, ვინც სარგებლობდა ქირით იჯარით, ეს გადასახადელი გადაუხდელი თანხა მათ ეპატიოთ. იმისთვის, რომ სამართლიანობა დავიცვათ, ამ შეღავათებს ვავრცელებთ იმ მოიჯარეებზეც, ვინც გადაიხადა სრულად ან ნაწილობრივ, ეს იქნება სწორი და მომავალში ჩაეთვლებათ ეს შეღავათი გადახდილად. ყველას თანაბრად უჭირდა ვიღაცას ჰქონდა შესაძლებლობა და შესაბამისად, ყველაზე თანაბრად გავრცელდება ეს შეღავათი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
0
0