04/09/2024
14:46
საზოგადოება
მეცნიერებმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით, 63 კვლევა ჩაატარეს და მობილური ტელეფონის გამოყენებასა და ტვინის კიბოს გაზრდილ რისკს შორის კავშირი ვერ აღმოაჩინეს. 10 ქვეყნის გამომძიებელთან თანამშრომლობით, კვლევების მიმოხილვას ხელმძღვანელობდნენ ავსტრალიის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ექსპერტები. მათ შეისწავლეს მობილური ტელეფონებისთვის, wi-fi-სთვის, რადარებისთვის, ბავშვის სათვალთვალო კამერებისა და სხვა აპლიკაციებისთვის გამოყენებული რადიოტალღების სიხშირეები 300 ჰც-300 გჰც-ზე.
„ექსპერტთა ჯგუფმა თავის ტვინის, ჰიპოფიზის ჯირკვლისა და სანერწყვე ჯირკვლების სიმსივნის, ასევე ლეიკემიის შემთხვევები შეისწავლა. ბოლო 20 წლის განმავლობაში, უსადენო ტექნოლოგიების [განსაკუთრებით, მობილური ტელეფონების] უზარმაზარი ზრდის მიუხედავად, მათ მიერ ტვინის კიბოს გამოწვევის შემთხვევების მატება ვერ აღმოვაჩინეთ,“ - თქვა ოკლენდის უნივერსიტეტის კიბოს ეპიდემიოლოგიის პროფესორმა მარკ ელვუდმა.
მეცნიერებმა, 1994-2022 წლებში, 22 ქვეყანაში გამოქვეყნებული 63 სტატია განიხილეს.
„პანდემიის დროს, დიდ ბრიტანეთში 5G ტიპის მობილური ტელეფონის ანძების დემონტაჟი მოახდინეს იმ უსაფუძვლო რწმენით, რომ ისინი ვირუსის გავრცელებას უწყობდა ხელს. 10 ან მეტი წლის განმავლობაში, კვლევები ჩატარდა წინა თაობებისა და 1G-2G ქსელების ტელეფონების საკმაოდ ფართო გამოყენების შესახებ; უახლესი 3G-4G ქსელები არსებითად დაბალი ემისიით ხასიათდება. ასევე ვერ დადგინდა ბავშვებში ლეიკემიის ან თავის ტვინის კიბოს გამოწვევის მზარდი რისკი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ტელე-რადიოგადამცემ მოწყობილობებთან ან მობილური ტელეფონების საბაზო სადგურებთან. აღნიშნული დასკვნები ხარისხიანი კვლევებით არის გამყარებული.
ამ კვლევის ძირითადი შედეგები არის ის, რომ დღემდე არსებული მტკიცებულებების მიხედვით, რადიოსიხშირული ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედება კიბოს განვითარების რისკს მნიშვნელოვნად არ ზრდის“, - თქვა ელვუდმა.
0
0