07/02/2025
00:51
პოლიტიკა
![main-img](https://spnews.io/storage/files/kordzaia.png)
თამარ კორძაია პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.
კორძაიას თქმით, გადაწყვეტილება რთულია და იცის, რომ არაერთგვაროვანი შეფასება მოყვება, თუმცა გასაგებია.
"მინდა საჯაროდ გავაკეთო განმარტება ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ - მივდივარ პოლიტიკიდან.
2013 წელს დავიწყე პოლიტიკური საქმიანობა და ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. მუდმივად ვცდილობდი ვყოფილიყავი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დამცველი. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ - არა. მაგრამ ერთი რამე ნამდვილად შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, ყველა გადაწყეტილება ამ სამი მთავარი ღირებულებით იყო ნაკარნახევი. ბევრი კრიტიკა მიმიღია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თანადგომა და მხარდაჭერა მახსოვს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამას მაგრძნობინებდა.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი. ცხოვრება ღირს ამ გამოცდილებად. საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა. რთულია, ვიცი ამასაც არაერთგვაროვანი შეფასება მოყვება, ესეც გასაგებია.
ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებროლ ადამიანად", - წერს კორძაია "ფეისბუქზე".
თამარ კორძაია 2024 წლის 26 ოქტობრის არჩევნებზე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" სიით იყრიდა კენჭს.
0
0