
ახალი კვლევის მიხედვით, მედუზებს, რომლებსაც არ აქვთ ცენტრალიზებული ტვინი, წარსულის გამოცდილებიდან სწავლა და ინფორმაციის შენარჩუნება შეუძლია.
ეს აღმოჩენა არღვევს დიდი ხნის წინ გავრცელებულ იდეას, რომ ცოცხალ ორგანიზმებს ცენტრალური ნერვული სისტემის გარეშე ასოციაციურ სწავლაში ჩართვა არ შეუძლია.
„წლების განმავლობაში მედუზების ვიზუალურ ქცევაზე დასაკვირვებლად ყველა სახის ექსპერიმენტი ჩავატარეთ - გავოცდით, მედუზები ისეთი სისწრაფით სწავლობენ, როგორც ყველაზე განვითარებული ცხოველები. როგორც ჩანს, ეს უმარტივეს ნერვულ სისტემასაც კი შეუძლია. კარიბის ზღვის მედუზებს, რომლებიც ასევე ცნობილია სამეცნიერო სახელით Tripedalia cystophora, 24 თვალი აქვს. მედუზას ჟელატინისებრი სხეული ადვილად ზიანდება - ეს მისი პოტენციური სისუსტეა, რადგან კარიბის ზღვის ტროპიკულ სანაპიროზე მანგროს ფესვებს შორის ცურვისას შეიძლება განვითარდეს ბაქტერიული ინფექცია, რაც მედუზას სიკვდილს გამოიწვევს. ასე რომ, მკვლევართა გუნდი სრულიად დარწმუნდა, რომ ამ ცხოველებს სწავლა შეუძლია, რადგან (მანგროს ფესვების თავიდან აცილება) მათთვის კრიტიკული სასწავლო პროცესია,“ - თქვა კვლევის ავტორმა იან ბიელეცკიმ.
ცხოველების სწავლის უნარის შესამოწმებლად, მკვლევარებმა მრგვალ ავზში ნაცრისფერი და თეთრი ზოლები გაავლეს. მედუზას 24 თვალი ნაცრისფერ ზოლებს ისეთივე მუქად ხედავდა, როგორც შორს მდებარე მანგროს ფესვს. მკვლევარები მედუზას 7,5 წუთის განმავლობაში აკვირდებოდნენ, რათა დაენახათ, შეეჯახებოდნენ თუ არა ცხოველები ზოლებს და თუ ისწავლიდნენ დისტანციის დაცვას. პირველ რამდენიმე წუთში მედუზა კედელთან ახლოს მიცურავდა და ეჯახებოდა მას. მაგრამ ხუთ წუთში ყველაფერი შეიცვალა. მედუზამ ზოლებიდან ვიზუალური სტიმულაცია, ხოლო შეჯახების შედეგად - მექანიკური სტიმულაცია მიიღო.
შემდეგ მკვლევარებმა ზოლები უფრო გაამუქეს. მედუზა კედელს ისევ დაეჯახა. ბოლოს, მკვლევარებმა ნეიროფიზიოლოგიური ექსპერიმენტი ჩაატარეს და დააკვირდნენ, თუ როგორ გამოსცემდნენ როპალიები ელექტრულ სიგნალს, რომელიც მედუზების პულსირებულ მოძრაობასა და ცურვისას შეკუმშვას მართავს. როდესაც ისინი მოძრაობდნენ, პულსირების სიჩქარე მკვეთრად გაიზარდა, რათა თავიდან აეცილებინათ დაბრკოლება.
”ვიზუალური და მექანიკური სტიმულაცია მედუზების ბუნებრივ ჰაბიტატში ვლინდება. მათ ზუსტად იციან, რა გააკეთონ ამით,” - თქვა იან ბიელეცკიმ.
”მეცნიერებმა ძალიან დამაჯერებელი ექსპერიმენტული პარადიგმა შეიმუშავეს, რათა დაედგინათ, როგორ ახერხებს მედუზა ასოციაციურ სწავლას. კვლევამ ნათლად აჩვენა ცხოველის სწავლის უნარი. როგორც ჩანს, კომპლექსური აზროვნება აუცილებლად ცენტრალიზებულ ტვინს არ მოითხოვს. ინფორმაციის დამუშავება და სწავლა მის გარეშეც შესაძლებელია,“ - აღნიშნა მკვლერმა მაიკლ აბრამსმა.
0
0