
2023-2024 წლებში მედიაციისადმი მიმართვიანობა და დავის მედიაციის გზით გადაწყვეტა 60%-70% -ით გაიზარდა წინა წლებთან შედარებით. აღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს მის ეფექტურობას, რაც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა როგორც იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთათვის, საქართველოში მოქმედი ბიზნესისა და რაც მთავარია სრულიად ქართული საზოგადოებისთვის - აცხადებს „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი.
ირაკლი ყანდაშვილის თქმით, მედიაცია, როგორც დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი მექანიზმი არის შესაძლებლობა ხელი შეუწყოს როგორც სასამართლოს გადატვირთულობის, საქმეთა განხილივის გაჭიანურების პრობლემის გადაჭრას, ისე სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის, მართლმსაჯულებით კმაყოფილებისა და სასამართლო სისტემის მოქნილობის საკითხის მოწესრიგებას.
„მედიაცია, ეხმარება მოდავე მხარეებს ნაკლები დროის და ფინანსების დანახარჯით მათ წინაშე არსებული დავა შეთანხმებით დაასრულონ და ამის ხარჯზე დაზოგონ საკუთარი, დრო, ფინანსები და ადამიანური რესურსი, შედეგად კი დააყენონ მათ ინტერესზე მორგებული ორმხრივად სარგებლიანი შედეგი.
მედიაციის განვითარების, ეფექტიანად წარმართვისა და ფუნქციონირებისთვის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ სასამართლოს მხარდაჭერით გახსნა რეგიონებში მედიაციის ცენტრები და კიდევ დაგეგმილია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არაერთი რეგიონალური მედიაციის ცენტრის გახსნა, რაც ხელს შეუწყობს როგორც მედიაციის თაობაზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, ისე კანონის საფუძველზე სავალდებულო სასამართლო სამედიაციო საქმეების წარმართვას და არასასამართლო (კერძო, ბიზნეს) მედიაციის შემთხვევების ზრდას.
საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ არაერთხელ დაადასტურა მზადყოფნა მედიაციის ხელშეწყობის და განვითარების.
ასოციაცია დაფუძნების დღიდან ზრუნავს ამ უმნიშვნელოვანესი პროფესიის სწორად განვითარებაზე და საზოგადოებაში მედიაციის პროფესიის მიმართ ნდობის მოპოვების საკითხზე, ხოლო 2023-2024 წწ გაზრდილი სამედიაციო საქმეთა ნაკადის სტატისტიკა არის მედიატორის პროფესიის ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობის შედეგი სასამართლო სისტემასა და ადვოკატთა კორპუსთან," - აცხადებს ყანდაშვილი.
0
0