
მეცნიერებმა რობოტებზე ცოცხალი კანის ქსოვილის მიმაგრების მეთოდი შეიმუშავეს - ისინი გაღიმებას შეძლებენ და „ნამდვილი ადამიანის გარეგნობა“ ექნებათ.
ტოკიოს უნივერსიტეტის გუნდის განცხადებით, აღნიშნული მეთოდი სასარგებლო იქნება სხვა რობოტული პლატფორმებისთვის, როგორიცაა მობილობის გაზრდა, და, ასევე შეიძლება გამოიყენებოდეს პლასტიკური ქირურგების მომზადებისა და კოსმეტიკური ინდუსტრიისთვის. გუნდის ლიდერი პროფესორი შოჯი ტაკეუჩი წინა ბიოჰიბრიდულ პროექტებს ხელმძღვანელობდა, მათ შორის 3D-პრინტირებულ ლაბორატორიაში ხორცის დამუშავებას და ბიოლოგიური კუნთოვანი ქსოვილით მოსიარულე რობოტების შექმნას.
„კანის ბუნებრივი მოქნილობა და ადჰეზიის ძლიერი მეთოდი ითვალისწინებს, რომ კანს შეუძლია, გახეხვის ან აქერცლის გარეშე გადაადგილდეს რობოტის მექანიკურ კომპონენტებთან ერთად. თუ სტერილობა არ არის დაცული და კანში ბაქტერიები შეღწეულია, ქსოვილი მოკვდება. თუმცა, ჩვენი მეთოდით, ცოცხალი კანი რობოტებს ახალი შესაძლებლობების სპექტრს ანიჭებს. ბიოლოგიურ კანს შეიძლება ნერვებიც დაემატოს.
რობოტებს გარკვეულწილად ადამიანის გარეგნობა ექნებათ. ისინი საკუთარი თავის განკურნებასაც შეძლებენ და "ადამიანური მოხერხებულობით" გამოირჩევიან. ადამიანური გარეგნობის მისაღწევად ზედაპირული ნაოჭები და სქელი ეპიდერმისი შევიმუშავეთ. ჩვენი აზრით, უფრო სქელი და რეალური კანის შექმნა შესაძლებელია საოფლე ჯირკვლების, ცხიმოვანი ჯირკვლების, ფორების, სისხლძარღვების, ცხიმისა და ნერვების ჩართვით,“ - თქვა შოჯი ტაკეუჩიმ.
0
0