07/02/2025
21:30
საზოგადოება
![main-img](https://spnews.io/storage/files/agmashenebeli.jpg)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წელთან დაკავშირებით, ეკლესია-მონასტრებში აღევლინება ღვთისმსახურება და ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება, - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგდოებასთან ურთიერთობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, ხვალ, დავითობასთან დაკავშირებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში და თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.
„09:00 საათზე - დავითობის წირვა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში;
10:00 საათზე - დავითობის წირვა თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში;
10:00-13.30 საათზე - მცხეთასა და თბილისში დავით აღმაშენებლის სახელობის ხეივნისა და ქუჩების კურთხევა, მოსახლეობის დალოცვა;
12:00 საათზე - მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიაში, სამღვდელოების პარაკლისი დიდგორის ველზე მდებარე მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში; პარაკლისის შემდეგ ლოცვითი მსვლელობა მრევლთან ერთად მეფე დავითის მონუმენტამდე;
13:00 საათზე - თბილისის შემოსასვლელში მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის სამეფო გვირგვინით შემკობა;
13:30 საათზე - ლოცვითი მსვლელობა დავით აღმაშენებლის გამზირიდან (24 საჯარო სკოლის ტერიტორია) სამების საკათედრო ტაძრამდე და სამშვიდობო პარაკლისი.
წმინდა მეფე დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი წლის მანძილზე გაიმართება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0