
ევროკავშირმა და აზერბაიჯანმა მიაღწიეს შეთანხმებას, განაახლონ მოლაპარაკებები პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ახალი შეთანხმების საკითხზე. როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა ბაქოში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს პარტნიორობა უნდა დაეფუძნოს ურთიერთპატივისცემას, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების პატივისცემას, ასევე ისეთ ძირითად პრინციპებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“, – განაცხადა კალასმა.
კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს აკავშირებთ ხანგრძლივი პარტნიორობა. კერძოდ, ევროკავშირი აზერბაიჯანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ასევე მისი უმსხვილესი ინვესტორი.
„ევროკავშირი ასევე უზრუნველყოფს მნიშვნელოვან მხარდაჭერას აზერბაიჯანში განაღმვის საქმეში, ეხმარება რა კონფლიქტის შედეგების აღმოფხვრასა და სიცოცხლის გადარჩენაში. ჩვენს თანამშრომლობას აქვს დიდი პოტენციალი შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა მან.
0
0
რომის პაპი დაკრძალეს
26/04/2025