02/02/2025
22:57
პოლიტიკა
USAID კრიმინალური ორგანიზაციაა, - წერს X-ზე ილონ მასკი და აზიარებს ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველ ვიდეოკოლაჟს, რომელშიც საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების კადრებიც არის შესული.
კერძოდ, მასკი აზიარებს მაიკ ბენცის პოსტს, სადაც ბენცი საუბრობს USAID-ისა და მისი როლის შესახებ ინტერნეტცენზურასა და პოლიტიკური კონტროლის სტრუქტურების შექმნის მიმართულებით.
„მე ჩავატარე 50-საათიანი პირადი ლექციები USAID-ისა და მისი მთავარი როლის შესახებ ინტერნეტცენზურაში, საზოგადოებაზე პოლიტიკური კონტროლის სტრუქტურების შექმნასა და მის საკვანძო როლზე CIA-ს თაღლითურ მუშაობაში. როდესაც ამ კვირაში სახლში დავბრუნდები, დავდებ ამ ჩანაწერებს“, – წერს ბენცი.
ამასთან, ბენცი აღნიშნულ პოსტს თან ურთავს მის მიერვე მომზადებულ ვიდეოს, სადაც თბილისში გამართული აქციების კადრებიც მოხვდა.
„გაკვეთილი მიმდინარეობს! დღეს საღამოს 21:00 საათზე მე ჩავატარებ კიდევ ერთ ლექციას ლაივსტრიმინგზე ჩემი საყვარელი გამომწერებისთვის: უფრო ღრმად ჩავწვდები „USAID-ის გაგებას“. შემდეგ, კვირის ბოლოს, მე გამოვაქვეყნებ კლიპებს, თუ რა არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი განყოფილებები“, – აღნიშნავს ბენცი ვიდეოს აღწერაში.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებგვერდი ამ დროისთვის მიუწვდომელია.
ასევე წაიკითხეთ:
USAID-ი კრიმინალური ორგანიზაციაა - დროა ის მოკვდეს - ილონ მასკი
მასკმა ასევე გააკრიტიკა “დემოკრატიის ეროვნული ფონდი” და მას “თაღლითი” უწოდა.
0
0