04/10/2021
12:23
საზოგადოება
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მოამზადა, სადაც მომავალი წლისთვის გათვალისწინებული შემოსავლების, ხარჯებისა და პროექტების გარდა, მოცემულია ფისკალური რისკების ანალიზი.
ბუჯეტის პროექტის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 637.5 მლნ ლარით, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 112.7 მლნ ლარით.
მათ შორის თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:
სკოლამდელი და ზოგადი განათლება- 1 145.0 მლნ ლარამდე, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 88.7 მლნ ლარით; მათ შორის გათვალისწინებულია:
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება - 975.0 მლნ ლარი, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 79.4 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებელების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით 2022 წლის იანვრიდან;
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა - 10.2 მლნ ლარამდე;
უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა - 21.0 მლნ ლარამდე;
წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება - 1,2 მლნ ლარამდე;
მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა - 28.3 მლნ ლარი;
საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა - 24.9 მლნ ლარამდე;
პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერი" – 59.2 მლნ ლარი და სხვა;
პროფესიული განათლება - 68.7 მლნ ლარი;
უმაღლესი განათლება - 141.0 მლნ ლარი;
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 66.1 მლნ ლარი;
ინკლუზიური განათლება - 34.9 მლნ ლარი;
ინფრასტრუქტურის განვითარება - 115.1 მლნ ლარამდე. მათ შორის:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 59.1 მლნ ლარამდე (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გათვალისწინებულია 134.0 მლნ ლარამდე);
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 45.0 მლნ ლარი (მათ შორის, გათვალისწინებულია „პროფესიული განათლება I (KFW) პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სახსრები);
უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 5.0 მლნ ლარი.
0
0