18/09/2023
13:39
მსოფლიო

18-27 სექტემბერს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში გაიმართება წინასწარი მოსმენა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის შესახებ გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის საერთაშორისო კონვენციის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით.
უკრაინამ სარჩელი 2022 წლის 27 თებერვალს, რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ შეიტანა. სასამართლომ ადრე დაადგინა, რომ 32 ქვეყანას აქვს უფლება შეუერთდეს უკრაინის სარჩელს - ეს არის თითქმის ყველა ევროპული სახელმწიფო, ასევე კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია. შეერთებულ შტატებს უარი ეთქვა ტექნიკურ საკითხზე.
წინასწარი მოსმენების დროს რუსულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ საქმეზე.
უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ რუსეთის ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ გენოციდის ნიშნები აქვს. ერთ-ერთი მტკიცებულებაა ბავშვების იძულებითი გაყვანა უკრაინიდან - მანამდე ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკვე გასცა.
სექტემბრის დასაწყისში, გაეროს კომისიის ხელმძღვანელმა, ერიკ მოესმა, რომელიც იძიებს უკრაინაში დანაშაულებებს, განაცხადა, რომ გაერო-ს ჯერ არ აქვს საკმარისი მტკიცებულება, რომელიც დააკმაყოფილებს გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის კონვენციის სამართლებრივ მოთხოვნებს. კიევში ეს თვალსაზრისი გააკრიტიკეს.
თუ გაეროს სასამართლო გადაწყვეტს საქმის განხილვას, არსებითი განხილვები, სავარაუდოდ, გაიმართება არა უადრეს მომავალი წლისა და, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში გაგრძელდება.
0
0