01/02/2025
23:01
მსოფლიო
ფილადელფიაში სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე, შვიდი ადამიანია დაღუპული.
გარდაცვლილთა შორის არიან თვითმფრინავის ბორტზე მყოფი მექსიკის ექვსი მოქალაქე და ხმელეთზე მყოფი ერთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას ფილადელფიის მერი შერილ პარკერი და მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი ავრცელებენ.
როგორც ფილადელფიის მერმა აღნიშნა, მოქალაქე, რომელიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას დაიღუპა, თავის მანქანაში იმყოფებოდა, როდესაც ავიაკატასტროფა მოხდა. პარკერის ცნობით, ასევე დაშავებულია 19 ადამიანი.
როგორც, თავის მხრივ, მექსიკის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, მან საკონსულოს თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ექვსი მექსიკელის ოჯახების წევრების დახმარება სთხოვა.
ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის ოთხი წევრი, ერთი პაციენტი ბავშვი და დედა იმყოფებოდნენ. ბავშვი სახლში, ტიხუანაში გადაჰყავდათ.
0
0