04/02/2025
18:02
პოლიტიკა
„თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მკაფიოდ ითქვა, რომ მომდევნო არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს, ეს არის თვითმმართველობის არჩევნები“- ამის შესახებ განაცხადა რადიო „სივრცის“ ეთერში საკრებულოს „ოცნების“ დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ.
მისი თქმით, ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენლებს ჰქონდათ ცალმხრივი ინფორმაცია 26 ოქტომბრის არჩევნბთან დაკავშირებით.
„მათ ჰქონდათ ცალმხრივი ინფორმაცია ოპოზიციისა და არასამთავრობოების მხრიდან, რომ არჩვენებზე იყო სერიოზული დარღვევები. ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არც მათ გააჩნდათ და არც ოპოზიციას, რაც დაადასტურებდა მასშტაბურ გაყალბებას, რის შედეგადაც ითხოვენ ახალ არჩვენებს. ეს პრაქტიკულად მათთან საუბარში ჩვენი მხრიდან გამოირიცხა და მთლიანი აქცენტი გაკეთდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ადგილობრივი თვიმმართველობის არჩვენებზე, რომელიც გაიმართება 2025 წლის 4 ოქტომბერს. ასევე მკაფიოდ ითქვა, რომ ოპოზიციამ თავი მოიქცია რადიკალიზმის მძევლობაში, რომ თითქოს აქვთ დიდი მხარდაჭერა. ვთქვით, რომ მოდის თვითმმართველობის არჩევნები, სადაც აქვთ საშუალება მიიღონ მონაწილობა და მოიპოვონ ხალხის მხარდაჭერა.“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თბილისში ვიზიტით იმყოფებიან ევროპის საბჭოს კონგრესის წარმომადგენლები, რომლებიც უკვე შეხვდნენ თბილისის საკრებულოს დელეგაციას. შეხვედრაზე იყო მსჯელობა წლევანდელ თვითმმართველობით არჩევნებზეც.
ასევე წაიკითხეთ:
0
0