21/06/2023
15:18
პოლიტიკა
უკრაინამ და მოლდოვამ წარმატებით განახორციელეს რეფორმები და, სავარაუდოდ, ისინი ამ პროცესს მომდევნო თვეებში დაასრულებენ, ხოლო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მეტი ძალისხმევის გაწევა სჭირდება, ამის შესახებ euractiv-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ერთი წლის წინ მიანიჭა, რაც ძალზე სიმბოლური ნაბიჯია და ასახავს ბლოკის განზრახვას, კონფლიქტურ რეგიონში დადებითი პოლიტიკური სიგნალი გააგზავნოს.
საქართველო კი, სანამ არ შეასრულებს ბრიუსელის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, აღნიშნული სტატუსის მიღების მოლოდინის რეჟიმში რჩება.
მიმდინარე კვირაში, ბლოკის გაფართოების საკითხის მიმოხილვამდე [ოქტომბერში], ევროკავშირი ზეპირ მოხსენებას წარადგენს, რომელშიც განსაზღვრული იქნება, თუ რომელ სფეროებში უნდა გაატაროს მკაცრი რეფორმა სამმა ქვეყანამ. ევროკავშირის კომისარი ორგანიზაციის გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი, ბრიუსელში, ევროკავშირის 27 ელჩს (21 ივნისს) ზეპირ მოხსენებას წარუდგენს, 22 ივნისს კი - სტოკჰოლმში, ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრებს.
უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს აღნიშნული განახლებული მოხსენება ცალკეულად წარედგინება.
”ეს არ არის ევროკომისიის შეფასება, რომელიც ხელს უწყობს ევროსაბჭოში გადაწყვეტილების მიღების პროცესს ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გადასადგმელ შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ის ფაქტი, რომ ქვეყნებმა შესაძლოა ვერ შეასრულეს რომელიმე მოთხოვნა, არ ნიშნავს იმას, რომ მათ ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს. ყველამ, ვინც ამ სამ ქვეყანას ყურადღებით ადევნებს თვალს, იცის, რომ მიღებულია ბევრი კრიტიკული გადაწყვეტილება, მაგრამ ყველა შესაბამისი პროცედურის გავლა ჯერ არ დასრულებულა,” - დასძინა ოლივერ ვარჰეიმ.
ევროკომისიის შეფასებით, „საქართველომ სრულად შეასრულა გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული თორმეტი რეკომენდაციიდან სამი. 1 რეკომენდაციაზე საერთოდ არ აქვს პროგრესი მიღწეული; 7 რეკომენდაციაზე აქვს „ნაწილობრივი პროგრესი“, ერთზე კი - „ლიმიტირებული პროგრესი“. ის 3 რეკომენდაცია, რომელიც სრულად შესრულებულად ჩაითვალა, არის: დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა; გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის კონსოლიდაცია; ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება", წერს euractiv-ი.
[ტექსტი რედაქტირებულია ელის ტეილორისა და ზორან რადოსავლევიჩის მიერ]
0
0