16/12/2021
16:27
ეკონომიკა
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მისამართით გადმოდის ისრები, თითქოს დეფიციტის გამო არის ზეწოლა, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, დედოლარიზაციის არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია ლარის ნდობის შერყევა და საბოლოოდ, ამან გამოიწვია ზუსტად ის მოლოდინები, რაც ინფლაციურ პროცესებს ახლავს თან.
,,ერთი შეხედვით, არ ჩანს მასეო, ასე თქვით და 23 კვარტლიდან 16 რომ ვერ დაემთხვა ეგ არის ფაქტი. აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობისკენ გადმოდის თითქოსდა ისრები, რომ დეფიციტის გამო არის ზეწოლა, ამ დროს, მე ვფიქრობ რომ დედოლარიზაციის პოლიტიკის გამო და ბევრი ლარის ემისიის გამო აწვება ინფლაცია. იმდენად შეირყა ნდობა ლარის მიმართ, რომ 10 % სხვაობა იყო ლარის და დოლარის დეპოზიტებს შორის და მაინც დოლარში იზრდებოდა დეპოზიტები. ხომ არ ფიქრობთ რომ ამ ყველაფერმა, დედოლარიზაციის არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია ლარის მიმართ ნდობის შერყევა, ამან გამოიწვია ზუსტად ის მოლოდინები, რაც ინფლაციურ პროცესებს ახლავს თან. ამ პროცესებზე ჯამში ვინ არის პასუხისმგებელი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საბოლოოდ მივდივართ იქითკენ, რომ მოსახლეობას უწევს ინფლაციით დედოლარიზაციის გადასახადის გადახდა. ჯამში, ეს ყველაფერი ლარისა და ეროვნული ბანკის ნდობის შერყევას იწვევს და საბოლოოდ მივიღეთ ყველაზე ცუდი კომბინაცია. გვაქვს მაღალი ინფლაცია, მაღალი რეფინანსირების განაკვეთი და ეს ყველაფერი ეკონომიკას აჩერებს’’ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
0
0